გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

აბუაშვილის გოლი და წიტაიშვილის პასი

გააზიარეთ

ლიგა 1-ის 26-ე ტურში ქართული ტრიოს მეცი ტულუზს მასპინძლობდა და ბოლო წამებზე 3:4 დამარცხდა. არადა, ქართველმა ფეხბურთელებმა ყველაფერი გააკეთეს, რათა მეცს არ წაეგო.

ქართული სამეულიდან გიორგი ქვილითაიას ტრავმის გამო არ უთამაშია, გიორგი წიტაიშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო, ხოლო გიორგი აბუაშვილი საქმეში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო.

მეცი მე-15 წუთზე 0:2-ს აგებდა, მაგრამ წიტაიშვილის ორი ჩაწოდება და მეცმა ანგარიში გაათანაბრა. თუმცა, წიტაიშვილს ერთი პასი მცირე რიკოშეტის გამო არ ჩაუთვალეს. თუმცა, ტაიმი მაინც ტულუზამ მოიგო 3:2.

აბუაშვილი მოედანზე 71-ე წუთზე შევიდა და 88-ზე ანგარიში გაათანაბრა. ერთია, მეცმა მაინც ვერ გაძლო და მსაჯის მიერ მე-9 კომპენსირებულ წუთზე წააგო.

წიტაიშვილს მიმდინარე სეზონში 2-2 გოლი და საგოლე პასი აქვს, აბუაშვილს მხოლოდ ორი გოლი.

მეცი 13 ქულით ბოლო ადგილზეა და მომდევნო ტურში რენს ესტუმრება.

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად ლეგიონერები