გამოგვიწერეთ

ნაკრები

ავთანდილ ასათიანმა საევროპო შემადგენლობა დაასახელა

გააზიარეთ

საქართველოს ფუტსალის ნაკრების მთავარმა მწვრთელმა, ავთანდილ ასათიანმა ევროპის ჩემპიონატის 14-კაციანი განაცხადი დაასახელა.

საქართველოს ნაკრები ევრო 2026-ის პირველ მატჩს 21 იანვარს, ტურნირის ერთ-ერთი მასპინძლის, ლატვიის წინააღმდეგ გამართავს.

ლატვიის გარდა, A ჯგუფში ჩვენი გუნდის მეტოქეები ხორვატია და საფრანგეთი არიან. ფუტსალის ევროპის ჩემპიონატი 2026 წლის 21 იანვრიდან 7 თებერვლის ჩათვლით სლოვენიაში, ლატვიასა და ლიეტუვაში გაიმართება.

ფუტსალის ნაკრების შემადგენლობა

მეკარე: თორნიკე ბუკია (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ალი ასლანი (კსუ);

წინა ხაზი: გიორგი ჩიმაკაძე, არჩილ სებისკვერაძე, საბა ტყეშელაშვილი, ჯანიკო გიორგაია (ყველა კსუ), ვახტანგ კეკელია, ირაკლი თოდუა, ვახტანგ ჯვარაშვილი, ნიკოლოზ გაბრიჩიძე, ნუკრი ჭუმბურიძე, შოთა თოფურია (ყველა ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), გიორგი ღავთაძე (ტიუმენი, რუსეთი), ჯანო კვარაცხელია (ფაკელი, რუსეთი).

ჯგუფური ეტაპის კალენდარი

21 იანვარი: ლატვია-საქართველო;

25 იანვარი: ხორვატია-საქართველო;

28 იანვარი: საქართველო-საფრანგეთი.

რეკლამა

იხილე მეტი

თებერვალი 2026
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728  

იხილეთ სრულად ნაკრები