გამოგვიწერეთ

ინტერვიუ

ავთო ასათიანი: ევროპისთვის მზადება სასიამოვნო პროცესია

გააზიარეთ

21 იანვარს საქართველოს ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატს იწყებს. ავთანდილ ასათიანის გუნდს ჯგუფში მეტოქეებად მასპინძელი ლატვია, ხორვატია და საფრანგეთი ეყოლება.

ეს გუნდისთვის ზედიზედ მეორე ევროპირველობაა. საქართველომ კონტინენტის ჩემპიონატზე პირველად 2022 წელს ითამაშა, ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა და მეოთხედფინალშიც გავიდა.

რა იქნება ამჯერად და რისი მოლოდინი უნდა გვქონდეს, ამის შესახებ მთავარ მწვრთნელ ავთანდილ ასათიანს ვესაუბრეთ.

_ როგორ ემზადება გუნდი ევროპის ჩემპიონატისთვის?

_ ჯერ კიდევ სამუშაო პროცესი გვაქვს, დიდი ხანია შეკრებაზე ვართ და საკმაოდ ნაყოფიერიც გამოგვივიდა. გარდა საწვრთნელი პროცესისა შევისწავლეთ მოწინააღმდეგეები. უნდა ვეცადოთ რომ ტურნირი კარგად დავიწყოთ, რადგან რთულ ჯგუფში ვართ. ამ დროს დიდი ყურადღება პირველ მატჩს ექცევა და ვეცდებით რომ ევროპის ჩემპიონატი გამარჯვებით დავიწყოთ.

_ ევროპის ჩემპიონატზე მეორედ ვართ. ამჯერად რა განწყობაა გუნდში?

_ წინა ევროპირველობასთან შედარებით დიდი გამოცდილება გვაქვს მიღებული. ნიდერლანდებში ნერვიულობა გვეტყობოდა, ახლა შედარებით სიმშვიდეა. ალბათ ეს ყვეაფერი გამოცდილებას მოაქვს. შემადგენლობაც შეცვლილია და 60-70 % ახალი ფეხბურთელებია.

კარგია რომ ევროპაზე მოხვდით ეს და დიდი შრომის შედეგია. დიდი იმედი მაქვს რომ გამოცდილი და ახალი ფეხბურთელების ნაზავით იმ მიზანს მივაღწევთ, რაც დასახული გვაქვს. ევროპის ჩემპიონატისთვის მზადება სასიამოვნო პროცესი და ძალიან დიდი მოტივაცია, რაც ფეხბურთელებს დამატებით მუხტს აძლევს.

_ საწვრთნელი პროცესი იმ გეგმით მიდიოდა და მიდის რაც გაწერილი გაქვთ?

_ არის მცირე მიკროტრავმები. თუმცა, ჩვენი ექიმების იმედი მაქვს და 21 იანვრისთვის ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელად და მზად იქნება. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან გუნდში ყველა ფეხბურთელი საჭიროა.

_ ბოლო მატჩები სომხეთის საერთაშორისო ტურნირზე ითამაშეთ. რა დაგანახათ ამ ტურნირმა?

_ უმთავრესი რაც დავინახეთ, ეს არის მეტი ყურადღება დაცვაში და ამაზე მეტს ვმუშაობთ. აუცილებლად უნდა აღმოვფხვრათ ის შეცდომები რაც სომხეთში გვქონდა. ასევე გვქონდა კარგი თამაში მოლდოვის ნაკრებთან, სადაც შეტევითი პოტენციალის რესურსი გამოჩნდა.

_ სომხეტში სამის ნაცვლად ორი მატჩი ითამაშეთ. ყირგიზების ტურნირზე გამოკლებამ გეგმები ჰო არ აგირიათ?

_ ყირგიზეთის ნაკრებთან ამხანაგურად რამდენიმე თვის წინ თბილისშიც ვითამაშეთ. ერთი მოვიგეთ, ერთხელაც ფრედ ვითამაშეთ. საკმაოდ ძლიერი გუნდია, ამიტომ ახლა გვინდოდა გვენახა ახლა რა დონეზე ვართ. მაგ ფაქტმა გეგმები კი აგვირია, მაგრამ ვერაფერს ვიზამთ. ეს ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზით მოხდა. თუმცა, იმ ორმა თამაშმაც ის მოგვცა, რისთვისაც სომხეთში გავემგზავრეთ.

_ ლატვიაში როდის მიემგზავრებით და საბოლოო შემადგენლობაში თუ ჩამოყალიბდით?

_ 18-ში დილით გუნდი უკვე რიგაში იქნება. პირველ მატჩამდე სამი დღე გვექნება. ეს კარგია, რადგან დარბაზსაც შევეჩვევით. შემადგენლობის 90% შერჩეული მყავს. ახლა მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ვინც შეკრებაზეა, მათგან ორი ფეხბურთელი და ერთი მეკარე განაცხადში ვერ მოხვდება. ეს ყველაფერი წინა დღეს გადაწყდება. ეს კონკურენციაც კარგია, რადგან გუნდის დონეს მაღლა წევს.

_ ევროპის ჩემპიონატზე კონკრეტული მიზანი თუ გაქვთ?

_ მიზნის გარეშე აზრი არ აქვს არაფერს. პირველი თამაშის აუცილებლად მოგება გვინდა. თუმცა, ჩემი გუნდის და ფეხბურთელების მჯერა და ჯგუფრი ეტაპი აუცილებლად უნდა დავძლიოთ.

რეკლამა

იხილე მეტი

თებერვალი 2026
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728  

იხილეთ სრულად ინტერვიუ