გამოგვიწერეთ

ჩოგბურთი

ავსტრალიის ღია პირველობა სენსაციების გარეშე

გააზიარეთ

ჩოგბურთელთა წლის პირველ დიდი სლემის ტურნირს ავსტრალია მასპინძლობს, სადაც უკვე გაირკვა მეოთხედფინალისტები როგორც მამაკცათა, ასევე ქალთა შორის.

უნდა ითქვას, რომ აქამდე ხმაურიანი სენსაცია არ მომხდარა და არც მომდევნო ეტაპზეა მოსალოდნელი, რადგან იქ თავი თითქმის ყველა უძლიერესმა მოიყარა.

კაცთა შორის პირველ რვა ადგილზე განთესილი ჩოგბურთელიდან მეოთხედფინალში შვიდი ითამაშებს. მერვე 20 წლის ამერიკელი ლერნერ ტიენია, რომელიც 25-ე ნომრად არის განთესილი.

მეოთხედფინალში ითამაშებენ: კარლოს ალკარასი-ალექს დე მინორი; ალექსანდერ ზვერევი-ლერნერ ტიენი; ლორენცო მუზეტი-ნოვაკ ჯოკოვიჩი; ბენ შელტონი-იანიკ სინერი;

ქალთა შორის ტიტულისთვის ბრძოლას აგრძელებს ტურნირზე ექვსი განთესილი. იქვე არიან ამერიკელი ივა იოვიჩი (29) და უკრაინელი ელინა სვიტოლინამ (12).

მეოთხედფინალური წყვილები: არინა საბალენკა-ივა იოვიჩი; კოკო გაუფი-ელინა სვიტოლინა; ჯესიკა პეგულა-ამანდა ანისიმოვა; იგა შვიონტეკი-ელენა რიბაკინა;

მეოთხედფინალური ეტაპის მატჩები 27 და 28 იანვარს ჩატარდება.

რეკლამა

იხილე მეტი

თებერვალი 2026
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728  

იხილეთ სრულად ჩოგბურთი