გამოგვიწერეთ

ძიუდო

ავსტრიაში ქართული უმედლობა გრძელდება

გააზიარეთ

ავსტრიის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრები უმედლოდ გამოსვლას აგრძელებს. მეორე საჭიდაო დღეს ტატამიზე სამი ჩვენებური გავიდა და მედლებისთვის ბრძოლას, სამივე პირველივე წრეში გამოეთიშა.

73 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ლაშა შავდათუაშვილი ალჟირელ მუჰამედ დრისთან დამარცხდა, ხოლო გიორგი ტერაშვილი – ფინელ ვალტერ ოლინთან; რაც შეეხება ზურა დვალაშვილს (81), სერბ მიჰაილო სიმინთან წააგო.

შეგახსენებთ, გუშინ ასევე უმედლოდ დარჩნენ ვაჟა მარგველაშვილი და თორნიკე გიგაური (ორივე 66).

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად ძიუდო