გამოგვიწერეთ

რაგბი

აიამ ხვამლი ქულით დაამარცხა

გააზიარეთ

ქუთაისის აიამ თბილისის ხვამლს დაძაბულ ბრძოლაში 20:19 სძლია, ოთხი ტურის შემდეგ 14 ქულა მოაგროვა და, ჯერჯერობით, სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა.

crocobet დიდი 10-ის მეოთხე ტურის შეხვედრა „აია არენაზე“ გაიმართა. მასპინძლები ხშირად ცდებოდნენ, განსაკუთრებით დერეფანში, მაგრამ დასკვნით წუთებში სწორედ დერეფნიდან აგორებულ მოლს მოყვა გადამწყვეტი ლელო. ხვამლი მცირედი მარცხისთვის ნუგეშ-ქულას დასჯერდა და 11 ქულით მე-4 პოზიციაზე დაეშვა.

მატჩში ლიდერი რამდენჯერმე შეიცვალა. მეორე ტაიმში წინ ძირითადად სტუმრები იყვნენ და სხვაობამ ექვსი ქულაც შეადგინა. ჩამორჩენილმა რიონისპირელებმა ჯარიმები კარში არ დაარტყეს და მათმა მცდელობამ შედეგი გამოიღო: ხუთმეტრიან დერეფანში ბოლო კაცზე მოიგეს ბურთი და მოლი ლუკა შენგელიას ლელოთი დასრულდა. მახარეიშვილმა გარდასახვა ზუსტად შეასრულა, რამაც ქუთაისელებს ქულით მოაგებინა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე საბა შარვაშიძე გახდა.

რეკლამა

იხილე მეტი

მაისი 2026
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

იხილეთ სრულად რაგბი