გამოგვიწერეთ

კალათბურთი

ალან ფოსი: საქართველოსთან რთული მატჩები გველის

გააზიარეთ

დანიის საკალათბურთო ნაკრები საქართველოსთან სათამაშოდ მთავარი ლიდერების გარეშე შეიკრიბა. სკანდინავიელებს არ ეყოლებათ იფე ლუნდბერგი და შევონ შილდსი. დანიელთა მთავარი მწვრთნელი ალან ფოსი ამ ფაქტით აღფრთოვანებული არ არის, მაგრამ მიმავალს იმედიანად უყურებს.

„მომავალ მატჩებში ორი უაღრესად საჭირო კალათბურთელი დაგვაკლდება – იფე ლუნდბერგი და შევონ შილდსი ევროლიგის კალენდრის გამო ვერ ჩამოდიან. შილდსთან თავად ვიყავი ჩასული და ნაკრებში მის შესაძლო ჩამოსვლაზე ვისაუბრეთ, მაგრამ ისევ ვერ ხერხდება. თუმცა, სიტუაცია გასაგებია. როგორც იფე, ასევე შევონი უკვე 30 წელზე მეტის არიან, გადატვირთული კალენდარი აქვთ და ცხადია, სურთ კარგ ფიზიკურ კონდიციებში იყვნენ. ასეთი მძიმე საკლუბო სეზონის ფონზე რთულია დამატებით სანაკრებო მატჩებში მონაწილეობა.

საქართველოსთან ძალიან რთული მატჩები გველის. ჩვენს მსგავსად, სტარტზე ორივე თამაში წააგეს, ჯგუფიდან კი სამი საუკეთესო გავა. მათ ძალიან ნიჭიერი კალათბურთელები ჰყავთ, რომელთაც გამოცდილებაც არ აკლიათ. განსაკუთრებით, თორნიკე შენგელიაზე ითქმის, რომელიც, როგორც ვიცი ორივე მატჩზე იქნება.

მძიმე მისიის წინაშე ვდგავართ, ლიდერების გარდა კიდევ რამდენიმე წამყვანი კალათბურთელი გვაკლია. თუმცა, გულშემატკივრებს მინდა ვუთხრა, რომ ჩვენი მთავარი მიზანი 2029 წლის ევროპის ჩემპიონატზე მოვხვედრაა. შემადგენლობის გადახალისებაც ამით არის გამოწვეული. მსურს, ახალგაზრდებმა შესაბამისი გამოცდილება მიიღონ“.

დანია და საქართველო 27 თებერვალს ფარუმში ითამაშებენ, ხოლო 2 მარტს ერთმანეთს თბილისში გაეჯიბრებიან.

რეკლამა

იხილე მეტი

მარტი 2026
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  

იხილეთ სრულად კალათბურთი