
საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე დანია საკმაოდ დამაჯერებლად, 89:71 დაამარცხა. მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ალეკსანდრ ჯიკიჩმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
ალეკსანდრ ჯიკიჩი:
„ვთამაშობდითაგრესიულ,ათლეტურ და მოძრავ გუნდთან. ისინი ბოლომდე იბრძვიან და არასოდეს ნებდებიან. კარგად ვითამაშეთ, ხოლო მეოთხე მეოთხედში უკვე სხვა ტიპის თამაში გამოვიდა. ამ პერიოდით ძალიან კმაყოფილი არ ვარ, მაგრამ გამარჯვებით კმაყოფილი ვარ. თამაში ზუსტად ისეთი გამოვიდა, როგორსაც ველოდით. სამ დღეში ისევ იმავე მეტოქეს უნდა შევხვდეთ. ველოდი, რომ ჩვენი კალათბურთელები კონცენტრაციას სრულ 40 წუთს შეინარჩუნებდნენ. სამწუხაროდ, ასე არ მოხდა, მაგრამ საბოლოოდ მაინც მოვიგეთ, რაც ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია…
როგორც იცით, შენგელიამ ითამაშა მატჩი, მერე თვითმფრინავში ჩაჯდა, გადაჯდომით ჩამოფრინდა კოპენჰაგენში და პირდაპირ თამაშზე გავიდა. ერთად ვარჯიშიც კი არ გვქონია. წარმოიდგინეთ, ორი ძალიან მნიშვნელოვანი კალათბურთელი ერთმანეთს პირველად გასახდელში შეხვდა. ეს ფაქტია. ძალიან კმაყოფილი ვარ რიდის მიდგომითა და დამოკიდებულებით. ვიცით, რომ შეტევაში კიდევ უფრო ეფექტური შეიძლება იყოს. დაცვაში საკმაოდ კარგი იყო, ბევრი შეცდომა არ დაუშვია. ვსწავლობთ ერთად თამაშს…
რიდი უკვე ჩვენი გუნდის ნაწილია. კამარ ბოლდუინიც დაბრუნდება. გაგვიმართლა, რომ ორი ძალიან კარგი მოთამაშე გვყავს. ხშირად ვერ ვიაზრებთ, რომ ისინი რეალურად მსხვერპლს იღებენ, როდესაც ნაკრებში თამაშობენ და ეს მხოლოდ ნატურალიზებულებს არ ეხება. სეზონის დასრულებისთანავე ახალი შეკრება იწყება. ფაქტობრივად, სეზონს კიდევ სამი კვირით ახანგრძლივებ. ეს კი სარისკოა და დამღლელიც. ზოგჯერ ვერ ვხვდებით, რამდენად რთულია ეს. პირდაპირ რომ გიპასუხოთ, იმედი გვაქვს, რომ ორივე ხელმისაწვდომი იქნება. შევაფასებთ მდგომარეობას გუნდში და გადაწყვეტილებებს შემდეგ მივიღებთ…
ცხადია, ესპანეთი ჯგუფის დანარჩენ გუნდებთან შედარებით სხვა დონეზეა. ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, როგორი შემადგენლობებით იქნებიან გუნდები ზაფხულში. ვფიქრობ, შენგელიას ბარსელონა ფლეი ოფში შორს გავა, ეს კი ნიშნავს, რომ გადაღლილი იქნება. უნდა ვნახოთ, რა მოხდება NBA-ის კალათბურთელებთან დაკავშირებით. ისინი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი არიან. სიმართლე გითხრათ, ამ მომენტში უფრო კონკრეტულ პასუხს ვერ გაგცემთ“.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებს მომდევნო მატჩი 2 მარტს, იმავე დანიასთან თბილისში უწევს.
იხილე მეტი
-
ლეგიონერები
/ 18 წუთი agoჩაკვეტაძე: თამაში ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანია
გააზიარეთგიორგი ჩაკვეტაძის უოტფორდი ოდნავ სტაბილური რომ იყოს, ახლა ჩემპიონშიპის ფლეი ოფის ზონაში იქნებოდა. თუმცა,...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
კალათბურთი
/ 4 საათის agoმამუ და ბითაძე – მეზობლები ფლეი ოფის ზონაში
გააზიარეთნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მორიგი მატჩები გამართეს ქართველთა გუნდებმა, ორივემ მოიგო და ორივეს კარგი თამაში...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
საქართველოს ჩემპიონატი
/ 16 საათის agoეროვნული ლიგის მეორე ტური უგოლოდ დასრულდა
გააზიარეთკრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მეორე ტური დასრულდა. ტყიბულის მეშახტისა და წყალტუბოს სამგურალის მატჩი უგოლოდ დასრულდა....
ავტორი მიხეილ მაღლაკელი