გამოგვიწერეთ

კალათბურთი

ალეკსანდრ ჯიკიჩი 14 კალათბურთელზე ჩამოყალიბდა

გააზიარეთ

საქართველოს ნაკრები 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ორ მატჩს გამართავს. 27 თებერვალს ჩვენები დანიას ესტუმრებიან, ხოლო 2 მარტს შინ დაუხვდებიან. ეროვნულმა გუნდმა თბილისური შეკრება დაასრულა და დანიაში გასამგზავრებლად მზად არის. ალეკსანდრ ჯიკიჩმა გაფართოებულ შემადგენლობაში 14 კალათბურთელი დატოვა – ცხრა ლეგიონერი და ხუთი ქართული სუპერლიგის წარმომადგენელი.

თბილისურ შეკრებაზე სწორედ სუპერლიგელები და ერთადერთი ლეგიონერი, ახალი ნატურალიზებული ამერიკელი მარკიზ რიდი ვარჯიშობდნენ. სერბი სპეციალისტი საქართველოში მოთამაშე კალათბურთელებიდან კახა ჯინჭარაძეს (ქუთაისი), გიორგი ოჩხიკიძეს (ბათუმი), ალექსანდრე ფევაძეს, გიორგი ტურძილაძესა (ორივე თსუ) და ვილი ისიანს (რუსთავი) იახლებს.

23 თებერვალს კოპენჰაგენში გუნდს რატი ანდრონიკაშვილი (ალფანტესი, ისლანდია), მათე ხატიაშვილი (ბასკონია, ესპანეთი), დუდა სანაძე (პალმერ ბასკეტი, ესპანეთი), ბექა ბურჯანაძე (გრანადა, ესპანეთი), გიორგი კორსანტია (გიპუზკოა, ესპანეთი), ალექსანდრე მერკვილაძე (ოსტენდე, ბელგია), ცოტნე ცარციძე (რეიკიავიკი, ისლანდია).

რაც შეეხება ნაკრების კაპიტან თორნიკე შენგელიას, გუნდს 26 თებერვალს შეუერთდება, რადგან 25-ში ბარსელონას ევროლიგის თამაში უწევს.

ამ 14 კალათბურთელიდან ჯიკიჩი 12 კალათბურთელს, რომლებსაც დანიელებთან თამაში შეეძლებათ, უკვე მატჩის წინა დღით იტყვის.

შეგახსენებთ, პირველი ფანჯრის დროს საქართველოს ნაკრები შინ უკრაინასთან 79:92 დამარცხდა, ესპანეთთან კი სტუმრად წააგო – 61:90; ორივე მატჩი აქვთ წაგებული სკანდინავიელებსაც.

პირველი ჯგუფური ეტაპის შემდეგ, 3-3 საუკეთესო ნაკრები მეორე რაუნდში აღმოჩნდება და უკვე ოთხ ექვსგუნდიან ჯგუფს შექმნის. ნაკრებებს პირველი ეტაპის შედეგები გადაჰყვებათ და მეორე ეტაპზე მხოლოდ იმ გუნდებს შეხვდებიან, რომლებთანაც მანამდე არ უთამაშიათ. ჯგუფების 3-3 საუკეთესო ნაკრები კი, მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშის უფლებას მოიპოვებს.

რეკლამა

იხილე მეტი

მარტი 2026
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  

იხილეთ სრულად კალათბურთი