გამოგვიწერეთ

კალათბურთი

ალექსანდრე მერკვილაძე: ვცდილობ სწორად ვითამაშო

გააზიარეთ

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე დანია 89:71 დაამარცხა. ჩვენს ეროვნულ გუნდში დებიუტი ჰქონდა 23 წლის ალექსანდრე მერკვილაძეს, ვინაც 12 ქულა მოინაგრა. აღსანიშნავია, რომ მერკვილაძემ უშოცდომოდ ისროლა და ოთხივე სამქულიანი ჩააგდო.

მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე მწვრთნელმა ალექსანდრ ჯიკიჩმა სწორედ მერკვილაძე იახლა.

ალექსანდრე მერკვილაძე:

„მადლობელი ვარ სამწვრთნელო შტაბის, რომ ასეთ მატჩში თამაშის შანსი მომცა. მით უმეტეს, ისეთ პოზიციაზე, რომელზეც თორნიკე შენგელია, ბექა ბურჯანაძე, გიორგი კორსანტია თამაშობენ. შეიძლება ბურთი ჩავაგდო, შეიძლება – ვერა, მაგრამ მე კალათბურთელი ვარ. ვცდილობ, სწორად ვითამაშო, გავაკეთო ის, რასაც მწვრთნელი დამავალებს“.

საქართველოს ნაკრებს მომდევნო მატჩი 2 მარტს, იმავე დანიასთან თბილისში უწევს.

რეკლამა

იხილე მეტი

ივლისი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

იხილეთ სრულად კალათბურთი