გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

ალისონის ტრავმა მამარდაშვილის მორიგი შანსია

გააზიარეთ

გიორგი მამარდაშვილის მორიგი შანსი – ლივერპულის მთავარი მეკარე ალისონ ბეკერი ტრავმირებულია და გუნდს სეზონის ბოლომდე ვერ დაეხმარება. ინფორმაცია მერსისაიდელთა მთავარმა მწვრთნელმა არნე სლოტმა დაადასტურა,

ბრაზილიელმა მეკარემ ბოლოს 18 მარტს ითამაშა, რის შემდეგ სამი (ერთი საკლუბო და ორი სანაკრებო) მატჩების გამოტოვება მოუხდა. გავრცელებული ცნობებით, ალისონი კიდევ სამ შეხვედრას გამოტოვებდა – ერთ ინგლისის ასოციაციის თასზე და ორსაც ჩემპიონთა ლიგაში. თუმცა, საქმე უფრო ზერიოზული ჩანს. სლოტის თქმით, ბრაზილიელი ფორმაში სეზონის ბოლოსთვის იქნება.

რაც შეეხება ლივერპულის უახლოეს მატჩებს: 4 აპრილს, ინგლისის ასოციაცის თასის მეოთხედფინალში მანჩესტერ სიტის ესტუმრება, ხოლო ჩემპიონთა ლიგაში ხვიჩა კვარაცხელიას პარი სენ-ჟერმენს ჯერ 8 აპრილს გაეჯიბრება, 14 აპრილს კი, საკუთარ არენაზე დაუხვდება.

მამარდაშვილმა კი, მიმდინარე სეზონში ლივერპულელთა კარი 13 მატჩში (ყველა ტურნირზე) იდგა და 20 გოლი გაუშვა, აქედან სამჯერ კარის მშრალად შეინახა.

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად ლეგიონერები