გამოგვიწერეთ

ნაკრები

ალი ასლანი: ქართველები უშიშარი ხალხი ვართ

გააზიარეთ

ფუტსალის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ხორვატიასთან 2:2 ითამაშა და შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი დაიტოვა. მცირე, მაგრამ მაინც შანსი. ეს კი ავთანდილ ასათიანის გუნდის ფერეიდნელი ქართველი მეკარის, ალი ასლანის დამსახურებაა.

ასლანი შეუდარებელი იყო – 33 დარტყმა მოიგერია და UEFA-მაც მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა. მატჩის შემდეგ ჩვენი გუნდის მეკარემ კომენტარი გააკეთა:

„შესანიშნავი თამაში გამოდგა… ტურნირი კარგად ვერ დავიწყეთ და ლატვიასთან (0:4) წავაგეთ, მაგრამ ამჯერად ყველაფერი კარგი იყო. როდესაც კარგად ვთამაშობ, ეს ნიშნავს, რომ მთელი გუნდი კარგად თამაშობს. გუნდურ სპორტში მხოლოდ ერთი მოთამაშე მნიშვნელოვანი არაა. მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს თანაგუნდელებს, რომლებიც ჩემი მეგობრები და ძმები არიან…

წინ საფრანგეთთან მატჩია. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ და, შესაძლოა, მომდევნო ეტაპზე გავიდეთ. დიდ პატივს ვცემთ საფრანგეთს. ვიცით, რომ ძლიერი გუნდია და კარგად თამაშობენ, მაგრამ ჩვენ საქართველო ვართ, უშიშარი ხალხი. არ ვიცი, როგორი იქნება შედეგი, მაგრამ ვიცი, რომ ყველაფერს გავაკეთებთ“.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებს ორ ტურში ერთი ქულა აქვს. ფრანგებთან თამაში 28 იანვარს, 19:30 საათზეა ჩანიშნული, სადაც მხოლოდ გამარჯვება გვაწყობს. თუმცა, ყველაფერი ჯერ გარკვეული დეტალები დღევანდელი ლატვია-საფრანგეთის თამაშზეა დამოკიდებული.

რეკლამა

იხილე მეტი

თებერვალი 2026
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728  

იხილეთ სრულად ნაკრები