გამოგვიწერეთ

ჩოგბურთი

ალკარასი და ზვერევი ნახევარფინალში ითამაშებენ

გააზიარეთ

ავსტრალიის ღია პირველობაზე ორი ნახევარფინალისტი კაცთა შორისაც გამოვლინდა.

კარლოს ალკარასმა ავსტრალიელი ალექს დე მინორი სამი სეტში დაამარცხა – 7:5; 6:2; 6:1.

მატჩი 2 საათსა და 16 წუთს გაგრძელდა. მსოფლიოს პირველ ჩოგანს მასპინძელმა მეტნაკლები წინააღმდეგობა მხოლოდ პირველ სეტში გაუწია. შემდეგ კი, ესპანელი შეუდარებელი იყო და მარტივად მოიგო.

მოიგო მესამე ჩოგანმა ალექსანდრ ზვერევმაც. გერმანელს მეტოქედ ამერიკელი ლერნერ ტიენი ერგო და ოდნავ გაუჭირდა კიდეც – 6:3; 6:7; 6:1; 7:6.

ეს ჯახი 3 საათსა და 13 წუთს გაგრძელდა და ორ სეტში გამარჯვებული ტაი-ბრეიკზე გამოვლინდა.

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად ჩოგბურთი