გამოგვიწერეთ

ჩოგბურთი

ალკარასი: მეორე სეტში ბასილაშვილმა შემაწუხა

გააზიარეთ

ვენის ტურნირის მეორე წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილი კარლოს ალკარასთან 1:6; 6:7 დამარცხდა და ასპარეზობა დაასრულა. თუმცა, ქართველმა ჩოგბურთელმა უკვე ტიტულოვანი ესპანელის შექება დაიმსახურა.

კარლოს ალკარასი:

„კარგად ვითამაშე. პირველ სეტში ფანტასტიური ჩოგბურთი მქონდა, თავს მშვენივრად ვგრძნობდი და თავდაჯერებულად ვთამაშობდი, რის გამოც ნიკამ საკუთარი თამაში ვერ განავითარა. მეორე სეტში კი, სათამაშო დონე ძალიან გაზარდა და შემაწუხა. შედეგად, მეც მივეცი საშუალება, მატჩში დაბრუნებულიყო. ორივეს ჩაწოდებები ძალიან ახლო და თანაბარი იყო. მეტოქე ძალიან კარგად თამაშობდა და საბოლოოდ, საოცარი ტაიბრეიკი გვქონდა. ერთია, სეტის დასახურად ნიკამ შედარებით მარტივი ბურთები მიიღო. მეც მქონდა კარგი შანსები თამაშის მოსაგებად. ბედნიერი ვარ, რომ ვიბრძოლე და ორ სეტში მოვიგე“.

ბოლო პერიოდში ბასილაშვილი მართლაც ჩვეულად ათამაშდა და ბოლო 18 მატჩიდან 14 მოიგო. ATP-ის ლაივ-რეიტინგში ბასილაშვილმა 85-ე ადგილზე გადაინაცვლა.

რეკლამა

იხილე მეტი

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  

იხილეთ სრულად ჩოგბურთი