გამოგვიწერეთ

ზამთრის სახეობები

ანასტასია გუბანოვა მეცხრე ადგილს დასჯერდა

გააზიარეთ

მილანსა და კორტინაში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციის ბოლო სპორტსმენი ანასტასია გუბანოვა იყო.

ანასტასია ფიგურულ ციგურაობაში ქალთა შორის მოკლე პროგრამის შემდეგ მეექვსე ადგილზე იყო. თუმცა, თავისუფალ პროგრამაში მხოლოდ მე-11 შედეგი აჩვენა და ჯამში მოპოვებული 209.99 ქულით, საბოლოოდ, მეცხრე ადგილზე გავიდა.

შეგახსენებთ, გუბანოვამ წინა ოლიმპიურ თამაშებზე მე-10 ადგილი დაიკავა, ახლა კი, ეს შედეგი ერთით გაამჯობესა.

იმასაც შეგახსენებთ, რომ საქართველოს დელეგაციას მილანსა და კორტინაში ვერცხლის მედალი მეტელკინა/ბერულავას წყვილმა ფიგურული ციგურაობის სპორტულ ცეკვებში მოუტანა, რაც ჩვენი ქვეყნისთვის ისტორიული გამოდგა.

რეკლამა

იხილე მეტი

მარტი 2026
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  

იხილეთ სრულად ზამთრის სახეობები