
21 ივლისს ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში იბერია 1999 ბრატისლავის სლოვანს უმასპინძლებს.
მოახლოებული თამაშის წინ იბერიელთა მთავარმა მწვრთნელმა ანდრეი დემჩენკომ და კაპიტანმა გიორგი ჯინჯოლავამ პრესკონფერენცია გამართეს.
ანდრეი დემჩენკო:
„გუნდი 100%-ით მზადაა. ანდრია ბართიშვილმა ტრავმა მოიშუშა და ვარჯიშობს, მაგრამ არმელ ზოურიმ დაგვტოვა. არ მიმაჩნია, რომ ფლორასთან მეორე ტაიმი ფიზიკური მომზადების გამო ჩავაგდეთ. მიზეზი ისაა, რომ რატომღაც, დაცვაში დავიხიეთ, თამაშის სადავეები დავკარგეთ. ეს ყველაფერი მხოლოდ ჩვენი ბრალია…
ზოურის წასვლის შემდეგ მარჯვენა მცველის პოზიციაზე არ ვნერვიულობთ, რადგან ორი კარგი მცველი გვყავს – ქობულაძე და კუცია, რომელსაც ამ პოზიციაზეა უთამაშია, ისინი უნივერსალები არიან…
ბართიშვილი კრეატიული და გუნდისთვის სასარგებლო ფეხბურთელია, გამოჯანმრთელდა, სათამაშოდ მზადაა. ახლა უნდა გადავწყვიტო, დავაყენებ თუ არა სასტარტოში. ვარჯიშის შემდეგ გადავწყვეტ ვინ გავა მოედანზე…
ქართული გუნდები ხშირად ვერ გადიან ევროტურნირების ჯგუფში. ამ მხრივ მნიშვნელოვანი მატჩი გვაქვს. სლოვანს თბილისში მძიმე შეხვედრა ელის. ჩვენ მაქსიმუმს ვეცდებით, რომ ჯგუფში შევიდეთ. გუნდში საბრძოლო განწყობაა…
იაია ტურე ერთი თვეა, სლოვანში მუშაობს. ვნახე მათი ამხანაგური მატჩები, რომლებიც არ მომეწონა. თუმცა, პაფოსთან ბოლო შეხვედრაში, კარგი ფეხბურთი ითამაშეს. ტურე ბარსელონასა და სიტი თამაშობდა და სლოვანშიც ეს მოდელი გადააქვს. ვნახე, რა ძალას წარმოადგენს სლოვანი და რას უნდა ველოდო. იაია ტურე პეპ გვარდიოლასთან დიდი ხანი მუშაობდა. მიმაჩნია, რომ ტურე ამ ცოდნას გამოიყენებს სლოვანში და სლოვაკური გუნდიც ანალოგიურ სტილში ითამაშებს…
საქართველოში განსხვავებული მსაჯობაა. ფეხბურთელებმა მათთან არ უნდა ილაპარაკონ, რადგან ევროპაში მსაჯები უფრო მკაცრად მუშაობენ…
სამწუხაროდ, ფლორამ სათადარიგო სკამიდან ხუთი ფეხბურთელი შემოიყვანა და ხუთივე გამოიყენა. ჩვენ ძალიან გვჭირდება გრძელი სათადარიგო სკამი და ამისთვის ვმუშაობთ.
გიორგი ჯინჯოლავა:
„მეტოქისგანმაღალ პრესინგსა და ბურთის კონტროლს ველოდებით. ვეცდებით, მათი პრესინგი ჩავშალოთ და მეტოქეს სიურპრიზები შევთავაზოთ. გავაანალიზეთ ფლორასთან დაშვებული შეცდომები, ვეცდებით, აღარ გავიმეოროთ. თერთმეტმეტრიანებზე ჯერ არ გვიმუშავია. უფრო საპასუხო მატჩის წინ ვიმუშავებთ და ვივარჯიშებთ“.
იხილე მეტი
-
ევროტურნირები
/ 9 საათის agoპსჟ-ს სუპერთასის მოგებაში კვარაცხელია გოლით დაეხმარა
გააზიარეთხვიჩა კვარაცხელიას პსჟ უეფას სუპერთასის გამარჯვებული ზედიზედ მეორედ გახდა. პარიზელებმა ბირმინგემის ასტონ ვილა 2:1...
ავტორი Giorgig -
ევროტურნირები
/ 12 საათის agoხვიჩა კვარაცხელია სასტარტო შემადგენლობაშია
გააზიარეთუეფას სუპერთასის მატჩზე გუნდების შემდგენლობები ცნობილია. ხვიჩა კვარაცხელია შეხვედრას სასტარტო თერთმეტეულში დაიწყებს. უეფას სუპერთასი...
ავტორი Giorgig -
ქართული ფეხბურთი
/ 13 საათის ago,,გამარჯვება ქართველ გმირებს მივუძღვენით” – ტარიელ ხეჩიკაშვილი
გააზიარეთთბილისის იბერია 1999-ის პრეზიდენტმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა ლარნესთან გამარჯვების შემდეგ ემოციური კომენტარი გააკეთა. ხეჩიკაშვილმა განაცხადა,...
ავტორი Giorgig