გამოგვიწერეთ

ნაკრები

ანთიმოზ ივერიელის თასი და ფინალი საქართველოს დარჩა

გააზიარეთ

საქართველოს ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში რუმინეთი 53:30 დაამარცხა და ფინალში მეტოქეს ელოდება. თუ ვინ იქნება, ამას პორტუგალია და ესპანეთი მოგვიანებით გაარკვევენ.

ანგარიში რუმინელებმა საჯარიმო დარტყმით გახსნეს, რასაც თედო აბჟანდაძემ ჯარიმითვე უპასუხა; მერე რუმინელებმა კიდევ ორი ჯარიმა გაიტანეს, მაგრამ ოთარ მეტრეველისა და აკა ტაბუცაძის ლელოებითა და აბჟანადაძის ერთი გარდასახვით პირველი ტაიმი საქართველოს ნაკრებმა 15:9 მოიგო.

მეორე ტაიმი უფრო სანახაობრივი გამოდგა და ჩვენი გუნდის უპირატესობით წარიმართა, ქართველმა მორაგბეებმა ექვსი ლელო დადეს. თავი ბექა საღინაძემ, თორნიკე ჯალაღონიან, ლუკა მათკავამ, მიხეილ შიოშვილმა და თორნიკე კახოიძემ გამოიჩინეს, ხოლო ერთხელაც მსაჯმა ტექნიკური ლელო გვარგუნა. აღსანიშნავია, რომ შიოშვილმა სადებიუტო მიითვალა. სამით რუმინელებმაც გვიპასუხეს და, საბოლოოდ, ქართველმა მორაგბეებმა 53:30 მოიგეს.

რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალის საგზურის გარდა, საქართველოს ნაკრებმა მეოცედ მოიგო ანთიმოზ ივერიელის თასი, რომელიც საქართველოსა და რუმინეთს შორის 2002 წლიდან თამაშდება.

ფინალური მატჩი 15 მარტს ლეგანესში გაიმართება, სავარაუდო მეტოქეზე ზემოთ გითხარით…

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად ნაკრები