გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

ანტონ ჩისტიაკოვი: ბედოშვილის ტრანსფერი ბუნდოვანი იყო

გააზიარეთ

ქართული ფეხბურთის მოყვარულებს ალბათ გემახსოვრებათ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელის, ვახო ბედოშვილის გახმაურებული საქმე. ვისაც არ გახსოვთ, მოკლე ექსკურსი…

ბედოშვილი მესამე ლიგელი ორბის საკუთრება იყო. საკმაოდ ნიჭიერი და პერსპექტიული ფეხბურთელიც. გუნდმა მეტი გამოცდილების მისაღებად, იმ დროისთვის უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე საგარეჯოს გარეჯში გაანათხოვრა. სადაც თავი ისე გამოიჩინა, რომ ახალგაზრდულ ნაკრებში დაუძახეს და 21 წლამდე ევროპის ჩემპიონატზეც ითამაშა. მეტიც, ბედოშვილით დაინტერესება რამდენიმე ევროპულმა კლუბმაც გადაწყვიტა. ორბის ხელმძღვანელობამ მათთვის საუკეთესო ვარიანტი შეარჩია – პოლონური პლოცკი. ყველა დეტალი შეთანხმებული იყო და ფეხბურთელს უკვე პოლონეთში ელოდნენ. თუმცა, გაფრენის წინა ღამეს ბედოშვილი რუსეთში აღმოჩნდა და კონტრაქტი პარი ნიჟნი-ნოვგოროდთან გააფორმა.

ეს ყველაფერი კი ორბის დაუკითხვად მოხდა – რუსულ მხარესთან კონტრაქტის ინიციატორი მოიჯარე კლუბი იყო. ცხადია, დაუკითხავად საქმის წარმოება ორბის ხელმძღვანელობის გეგმებში არ შედიოდა და ეს რამდენიმე მიზეზით იყო განპირობებული. მიზეზების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს და პირდაპირ გეტყვით, რომ საქმემ UEFA-ს არბიტრაჟში გადაინაცვლა.

ის, რომ საქმე ორბის დაუკითხავად განხორციელდა, ამას რუსეთის პრემიერლიგაში მოთამაშე საფეხბურთო კლუბ აკრონის ყოფილი სპორტული დირექტორი ანტონ ჩისტიაკოვის ინტერვიუც ადასტურებს.

აკრონი პრემიერლიგაში გასულ სეზონში გამოჩნდა და მეცხრე ადგილზე გავიდა. ჩისტიაკოვმა სულ რვა თვე იმუშავა გუნდში. როგორც ირკვევა, ბედოშვილის გადაბირება აკრონსაც სურდა, ჩისტიაკოვი კი, ბედოშვილის ტრანსფერს არასაიმედოდ მიიჩნევდა და წინააღმდეგი იყო.

აქვე ამონარიდი ინტერვიუდან, სადაც ჩისტიაკოვი სწორედ ბედოშვილის ტრანსფერის შესახებ საუბრობს.

„ბედოშვილის ტრანსფერის სტრუქტურა ბუნდოვანი იყო. საქმეში ჩარეული იყო ბევრი ადამიანი. ამასთან, მოლაპარაკებებს აწარმოებდა კლუბი, რომელსაც ფეხბურთელი იჯარით ჰყავდა. საბოლოოდ, იმ კლუბმა, ვისაც მისი სატრანსფერო უფლებები ეკუთვნოდა, პარი ნიჟნი-ნოვგოროდის მიმართ სარჩელი შეიტანა. დრომ გვიჩვენა, რომ ტრანსფერი სწორად დავბლოკეთ. ბედოშვილი ნიჟნი-ნოვგოროდის განაცხადშიც ვერ ხვდება. გამოდის, რომ გუნდს დიდად ვერ გააძლიერებდა და რეპუტაციასაც შეულახავდა“, – ამბობს ჩისტიაკოვი.

P.S. ჩვენი ინფორმაციით, UEFA-ში ბედოშვილის საქმის მასალების წარდგენა ორივე მხრიდან დასრულებულია. ახლა ჯერი არბიტრაჟზეა და პირველი განხილვა, სავარაუდოდ, თებერვალში იქნება…

რეკლამა

იხილე მეტი

თებერვალი 2026
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728  

იხილეთ სრულად ლეგიონერები