გამოგვიწერეთ

წყალბურთი

აპოლოს მესამე ფრე და მეორე მარცხი

გააზიარეთ

წყალბურთელთა კონფერენს ლიგაში აპოლომ კიდევ ერთ ფავორიტთან ითამაშა ფრედ, მაგრამ პენალტების სერიაში წააგო. ქართული გუნდის მესამე მეტოქე იტალიური დე აკერი იყო. ძირითადი დრო 12:12 დასრულდა, სსაბოლოოდ კი, 15:16 წავაგეთ.

არადა, წასაგები თამაში არ იყო: პირველი მეოთხედში 5:3 დავწინაურდით, მაგრამ მეორე მეოთხედი მეტოქემ უკეთ ითამაშა და დიდი შესვენების წინ ანგარიში თანაბარი იყო – 7:7.

მესამე მეოთხედი ისევ ორი ბურთით მოვიგეთ და ამ უპირატესობას ბოლო მეოთხედის შუამდეც ვინარჩუნებდით. თუმცა იტალიელებმა მოახერხეს და თამაში პენალტების სერიაში გადაიყვანეს. ხუთმეტრიანები კი, აპენინელებმა უკეთესად შეასრულეს, ორი ქულა წაიღეს, აპოლოს ნუგეშად ქულა ერგო, რამაც ჯგუფიდან გასვლის საკითხი გაგვირთულა.

აპოლო ჯგუფის ბოლო მატჩს დღესვე მონპელიესთან ითამაშებს. მანამდე კიდევ რამდენი თამაშია, რის შემდეგ უკეთ გაირკვევა დარჩება თუ არა ფლეი ოფში გასვლის შანსი აპოლოს.

D ჯგუფში მეორე მატჩი წააგო დინამომ – ამჯერად ცრვენა ზვეზდასთან 9:11 დამარცხდა და ჯგუფში ბოლო ადგილზეა. დინამო მეორე მეოთხედის დასაწყისში 1:6 ჩამორჩა, მესამე მეოთხედში ანგარიში კი გაათანაბრა, მაგრამ ბოლო ნაწილი სერბებმა უკეთ ჩაატარეს და იმარჯვეს კიდეც.

დინამოს ჯგუფიდან გასვლის შანსი, ფაქტობრივად, დაკარგული აქვს.

რეკლამა

იხილე მეტი

მარტი 2026
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  

იხილეთ სრულად წყალბურთი