გამოგვიწერეთ

წყალბურთი

აპოლო პენალტებში დამარცხდა, დინამო – ძირითადში

გააზიარეთ

დაიწყო წყალბურთელთა კონფერეს ლიგა, სადაც ორი ქართული გუნდი გამოდის – აპოლო და დინამო.

აპოლო, რომელიც C ჯგუფშია, სენსაციასთან ახლოს იყო. ჩვენს გუნდს მეტოქედ უნგრული ჰონვედი ჰყავდა და პენალტების სერიაში 19:20 დამარცხდა.

არადა, აპოლომ კარგად დაიწყო. მეორე მეოთხედის მიმდინარეობისას ორჯერ ოთხი ბურთითაც დაწინაურდა, ხოლო დიდ შესვენებაზე სამბურთიანი უპირატებით გავიდა. მესამე მეოთხედში უნგრელებმა სხვაობა ერთი ბურთით შეამცირეს, მეოთხეში კი სულაც გათანაბრება მოახერხეს – 14:14. შედეგად, ხუთმეტრიანი პენალტები დაინიშნა, სადაც ჰონვედი უკეთესი იყო, 6:5 იმარჯვა. ქართულ გუნდს ძირითად დროში ფრედ დასრულების გამო ნუგეშად ქულა ერგო.

აპოლო 20 თებერვალს ხორვატიულ რიეკასთან ითამაშებს.

D ჯგუფში მოასპარეზე დინამო იტალიურ პესიპოლოსთან 8:13 დამარცხდა. აპენინელები თავიდანვე ხელთ იგდეს უპირატესობა და დიდი შესვენებისთვის სოლიდურად იგებდნენ – 8:2. დინამომ მესამე და მეოთხე მეოთხედები უკეთ ითამაშა, სხვაობა სამ ბურთამდეც დაიყვანა, მაგრამ სულ ეს იყო და ბოლოს პესიპოლომ მოიგო კიდეც.

დინამოს მომდევნო მატჩი სერბულ ცრვენა ზვეზდასთან 21 თებერვალს უწევს.

რეკლამა

იხილე მეტი

მარტი 2026
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  

იხილეთ სრულად წყალბურთი