გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

არსენალმა ბართიშვილის ტრანსფერზე მოლაპარაკება დაიწყო

გააზიარეთ

BBC-ის ინფორმაციით, ლონდონის არსენალი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემტევის, ანდრია ბართიშვილის გადაბირებას აპირებს.

აი, რას წერს ბრიტანული მედია:

„17 წლის ბართიშვილს ფოთის კოლხეთთან კონტრაქტი 2026 წლის ბოლომდე აქვს. ცნობილი გახდა, რომ ლონდონის არსენალი მოზარდისთვის წინასწარი კონტრაქტის შეთავაზებას აპირებს. ტრანსფერზე მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს, მაგრამ არსენალი ერთადერთი კლუბი არ არის, რომელიც ბართიშვილის გადაბირებას ცდილობს.

მრავალმხრივი შემტევი ნახევარმცველი ამ სეზონში იბერია 1999-ში თამაშობს. ბართიშვილი ქართული ფეხბურთის ერთ-ერთ ყველაზე კაშკაშა ტალანტად ითვლება, მას იტალიურ კლუბებში, მათ შორის, იუვენტუსში გადასვლას უკავშირებენ“.

თუმცა, ბოლო ცნობებით, არსენალი ახლოს არის ქართველი ტალანტის გადაბირებასთან და მზად არის საამისოდ 4.5 მილიონ გიქვანქა სტერლინგი გადაიხადოს.

თუმცა, ქართველი დიდ ბრიტანეთში 2027 წლის მარტის ბოლომდე ვერ შეუერთდება. საქმე ის არის, რომ FIFA-ს რეგულაციებით არასრულწლოვანის საერთაშორისო ტრანსფერი აკრძალულია, ანდრია არსენალს მაშინ შეუერთდება, როდესაც 18 წლის გახდება.

ბართიშვილი ამ სეზონში ჩემპიონ იბერიას შემადგენლობაში თამაშობს. მის ანგარიშზე 15 მატჩში ორი გოლი და ამდენივე საგოლე პასია.

რეკლამა

იხილე მეტი

ივლისი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

იხილეთ სრულად ლეგიონერები