
გერმანიის ქალაქმა ფრესინგმა ევროპის ასაკობრივი ჩემპიონატების წილისყრას უმასპინძლა. მთლიანობაში ჩატარდა 16 ტურნირის წილისყრა, რომელთაგან საქართველო ხუთში მონაწილეობს.
ყველაზე უმაღლესი რანგის ტურნირში 16-წლამდელები ასპარეზობენ; B დივიზიონში იასპარეზებს ორი ნაკრები – 18 და 20 წლამდელები; ხოლო გოგონათა 16 და 18 წლამდე ნაკრებები კვლავინდებურად C დივიზიონში მოსინჯავენ.
A დივიზიონი, 16 წლამდე ნაკრები
ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპი რუმინეთის ქალაქ ორადეაში გაიმართება, სადაც ტრადიციულად 16 საუკეთესო ნაკრები ითამაშებს. გუნდები ოთხ ჯგუფში იქნებიან განაწილებულნი. ჩვენი ნაკრები C ჯგუფში ესპანეთთან, ისრაელთან და საბერძნეთთან მოხვდა.
გათამაშების ფორმატის თანახმად, ჯგუფის ყველა მონაწილე მერვედფინალში გადაინაცვლებს, სადაც მეტოქე დაკავებული ადგილების მიხედვით შეხვდება. მერვედფინალში მოგებული გუნდები ჩემპიონობისთვის ბრძოლას გააგრძელებენ, ხოლო წაგებულები 9-16 ადგილებს გაითამაშებენ. ბოლო სამი გუნდი ელიტარულ დივიზიონს დატოვებს.
თურნირი 7-15 აგვისტოს არის ჩანიშნული.
B დივიზიონი, 20 წლამდე ნაკრები
20 წლამდე B დივიზიონში 21 გუნდი ითამაშებს, რომელთა მთავარი მიზანიც სამ საუეკთესოში მოხვედრა იქნება, რათა A დივიზიონის საგზური მოიპოვონ. მონაწილეები ოთხ ჯგუფში განაწილდნენ. საქართველო ხუთგუნდიან, B ჯგუფში მოხვდა. ჩვენი ნაკრების მეტოქეები იქნებიან: ესტონეთი, უკრაინა, შვეიცარია, და ლუქსემბურგი.
ტურნირი 10-დან 19 ივლისის ჩათვლით სლოვაკეთის ქალაქ ბრატისლავაში ჩატარდება.
B დივიზიონი, 18-წლამდელთა ნაკრები
ტუნირში, რომელსაც ხორვატიის ქალაქი რიეკა უმასპინძლებს, 22 ნაკრები ითამაშებს. საქართველოს ნაკრები D ჯგუფში მოხვდა და მეტოქეებად შვედეთი, მაკედონია, უნგრეთი და ბოსნია ეყოლება.
ტურნირი ხორვატიაში 24 ივლისიდან 2 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება.
C დივიზიონი, 18 წლამდე ქალთა ნაკრები
C დივიზიონს კოსოვოში უმასპინძლებს, სადაც შვიდი ნაკრები შეიკრიბება. ჩვენი გუნდი B ჯგუფში გიბრალტართან, სომხეთთან და მასპინძელ კოსოვოსთან მოხვდა. ხოლო A ჯგუფში ალბანეთი, მალტა და კვიპროსი იასპარეზებენ.
ტურნირი ქალაქ პეჟაში, 21-26 ივლისს ჩატარდება.
C დივიზიონი, 16 წლამდე ქალთა ნაკრები
ამ ასაკში შვიდი ქვეყნის ნაკრები მალტაში შეიკრიბება. საქართველო A ჯგუფში კოსოვოსთან და მალტასთან მოხვდა; B ჯგუფი ალბანეთმა, სომხეთმა, მოლდოვამ და გიბრალტარმა შეადგინეს.
ტურნირი 7-12 ივლისის ჩათვლით გაიმართება.
იხილე მეტი
-
ნაკრები
/ 20 წუთი agoსაქართველო ინგლისთან ორმაგით დამარცხდა
გააზიარეთსაქართველოს 18 წლამდე ნაკრებმა, სამხრეთ აფრიკის საერთაშორისო სერიის პირველ მატჩში ინგლისთან 33:66 წააგო. გიორგი...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
კალათბურთი
/ 31 წუთი agoსაქართველოს ნაკრები მზადებას 13 აგვისტოს დაიწყებს
გააზიარეთ13 აგვისტოდან საქართველოს ნაკრები მზადებას 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ჯგუფური ეტაპისთვის...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
ტრანსფერები
/ 33 წუთი agoტერ შტეგენი ნიდერლანდების სამეფოში გაანათხოვრეს
გააზიარეთგერმანელი მეკარე მარკ ანდრე ტერ შტეგენი ბარსელონამ ერთწლიანი იჯარით ამსტერდამის აიაქსში გაუშვა. 34 წლის...
ავტორი Giorgig