გამოგვიწერეთ

ევროტურნირები

ატლეტიკომ და არსენალმა ერთმანეთს პენალტები გაუტანეს

გააზიარეთ

ჩემპიონთა ლიგის მეორე ნახევარფინალში მადრიდის ატლეტიკო შინ ლონდონის არსენალს დაუხვდა და ფრედ, 1:1 ითამაშეს.

არ გამოვიდა ისეთი თამაში, როგორიც პსჟ-ბაიერნის მატჩისას ვნახეთ. თუმცა, კლასი ორივე გუნდს ეტყობოდა. ერთია, უფრო პრაგმატული ფეხბურთი არჩიეს და შედეგიც სახეზეა.

გოლები პენალტებით გავიდა: პირველი ტაიმის ბოლოს არნალმა შეაგდო – 11 მეტრიდან გიოკერეში იყო ზუსტი; მეორე ტაიმი აქტიურად მასპინძლებმა დაიწყეს და ამჯერად პენალტი სტუმართა კარში დაინიშნა – ხულიან ალვარესმა ანგარიში გაათანაბრა.

დარჩენილ დროში მოგება თუ ვინმეს შეეძლო, ეს ატლეტიკო იყო: ჯერ ანტუან გრიზმანმა ბურთი ხარიხას გაარტყა, ორჯერ კი, ადემოლა ლუკმენს ჰქონდა კარგი შანსი, მაგრამ ვერ გამოიყენა და ორმატჩიანი დუელის ბედი ლონდონში გადაწყდება.

ფავორიტად უფრო მიკელ არტეტას გუნდი მოიაზრება, მაგრამ პირველი თამაშის შემხედვარე, უშანსოდ არც ატლეტიკო უნდა იყოს. საპასუხო თამაში 5 მაისს არის ჩანიშნული.

რეკლამა

იხილე მეტი

მაისი 2026
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

იხილეთ სრულად ევროტურნირები