გამოგვიწერეთ

ნაკრები

ახალგაზრდულ ნაკრებში ოთხი დებიუტანტია

გააზიარეთ

საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საბერძნეთთან და გერმანიასთან მატჩები უწევს. რამაზ სვანაძის გუნდი 14 ნოემბერს ათენში ჩავა, ხოლო 18-ში გერმანიას თბილისში დახვდება.

მოახლოვებული მატჩებისთვის, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა 23 ფეხბურთელი გამოიძახა. საინტერესოა, რომ 21 წლამდე ნაკრებს ხუთი ახალწვეულია: პაპუნა ბერუაშვილი, გიორგი გვასალია, ოთარ ჩოჩია და დიმიტრი ღურწკაია.

სრული შემადგენლობა კი, ასეთია:

მეკარეები: მიხეილ მაქაცარია (დინამო თბ), საბა ქაჯაია (მურსია, ესპანეთი), პაპუნა ბერუაშვილი (რუსთავი);

მცველები: ჟორჟ ქარსელაძე (აკადემიკა, პორტუგალია), დავით ბუკია (ლოკომოტივი), ლუკა ლაცაბიძე, გიორგი გვასალია, საბა ხარებაშვილი (ყველა დინამო თბ), აკაკი გიუნაშვილი (კოლხეთი1913), ოთარ ჩოჩია (გაგრა), გიორგი ტაბატაძე (ვაილე, დანია);

ნახევარმცველები: დაჩი ლორთქიფანიძე (კრემონეზე, იტალია), ნიკოლოზ დადიანი (იბერია), გიორგი ხარებავა (კოლხეთი1913), ცოტნე ბერელიძე (დინამო თბ), ირაკლი იეგოიანი (ექსელსიორი, ნიდერლანდები), ალეკო ბასილაძე (ტორპედო), გურამ ჯაფარიძე, ლუკა წულუკიძე (ორივე დინამო ბთ);

თავდამსხმელები: დიეგო დეისაძე (ტერმალიკა, პოლონეთი), დავით გოცირიძე (გაგრა), ლუკა პარკაძე (ზალცბურგის აუსტრია, ავსტრია), დიმიტრი ღურწკაია (მეშახტე).

რეკლამა

იხილე მეტი

დეკემბერი 2025
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

იხილეთ სრულად ნაკრები