
საქართველოს რაგბის ნაკრების განახლებულმა სამწვრთნელო შტაბმა, 2026 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მატჩებისთვის ცხრა პოტენციურ დებიუტანტს უხმო.
გამოძახებულთა შორის არიან: ბურჯი მამუკა მსტოიანი; მეორეხაზელები – თემურ წულუკიძე, დავით ლაგვილავა და გაგი მარგველაშვილი; მესამეხაზელი ანდრო დვალი; ცხრა ნომერი გიორგი სპანდერაშვილი; ცენტრი დავით ბარბაქაძე; ფრთა ნიკოლოზ რეხვიაშვილი; ფულბეკი ოთარ მეტრეველი. მათგან რამდენიმე გაფართოებულ შემადგენლობაში აქამდეც ყოფილა, თუმცა ნაკრების კვართით ჯერ არ უთამაშიათ.
გარდა ამისა, პიერ-ანრი ბრონკანმა და მარკო ბორტოლამიმ გუნდში რამდენიმე ისეთი მორაგბე დააბრუნეს, რომელთაც დიდი ხანია ნაკრებში აღარ უთამაშიათ. 2021 წლის შემდეგ ბორჯღალოსნებში ბრუნდება სტად ფრანსეს ბურჯი გიორგი მელიქიძე, რომლის ანგარიშზე 26 კეპია; 2024 წლის შემდეგ ნაკრებში აღარ უთამაშია მონ დე მარსანის მესამეხაზელ იოანე იაშაღაშვილს, ვინაც კვართი ერთადერთხელ, 2024 წელს ავსტრალიის წინააღმდეგ მოირგო; შარშანდელი რაგბი ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, გუნდში ბრუნდებიან ლუკა გოგინავა და ლუკა ნიორაძე.
გაფართოებულ შემადგენლობაში სულ 34 მორაგბეა, რომელთაგან 20 შერკინების, ხოლო 14 ხაზის მოთამაშეა. მათგან 27 ლეგიონერია, ექვსი შავი ლომის ღირსებას იცავს, ერთიც კი, საქართველოს ჩემპიონატის პირველი ლიგიდან მოხვდა. ეს ნიკოლოზ რეხვიაშვილია, რომელიც რეგულარულად თამაშობდა საქართველოს შვიდკაცა ნაკრებში, დიდ რაგბიში კი პირველად უხმეს.
რაგბი ევროპის 17-გზის გამარჯვებული საქართველო ტიტულის დაცვას 8 თებერვალს დაიწყებს და პირველ მატჩს ივერდონში შვეიცარიასთან გამართავს; 15 თებერვალს ნიდერლანდებს ამსტერდამში ეთამაშება; ჯგუფურ ეტაპს კი, 21 თებერვალს, თბილისში, ესპანეთთან დაასრულებს. ნახევარფინალები 7-8 მარტს, ხოლო ფინალები 15 მარტს გაიმართება.
ბორჯღალოსნების გაფართოებული შემადგენლობა 2026 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატისთვის
პირველი ხაზი: გიორგი ახალაძე (კლერმონი, საფრანგეთი), ლუკა გოგინავა (მონ დე მარსანი, საფრანგეთი), მამუკა მსტოიანი (აჟენი, საფრანგეთი); ვანო კარკაძე (ოიონა, საფრანგეთი), ნიკოლოზ სუთიძე (ლა როშელი, საფრანგეთი), ლუკა ნიორაძე (ორიაკი, საფრანგეთი); ირაკლი აფციაური (ლიონი, საფრანგეთი), ალექსანდრე ქუნთელია (ლა როშელი, საფრანგეთი), გიორგი მელიქიძე (სტად ფრანსე, საფრანგეთი);
მეორე ხაზი: მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი), თემურ წულუკიძე (ოიონა, საფრანგეთი), დავით ლაგვილავა (პერპინიანი, საფრანგეთი), გიორგი ჯავახია (ტულონი, საფრანგეთი), გაგი მარგველაშვილი (რასინგი, საფრანგეთი);
მესამე ხაზი: ლუკა ივანიშვილი (ბრისტოლი, ინგლისი), ილია სპანდერაშვილი (ვალანსი, საფრანგეთი), ბექა საღინაძე (ლიონი, საფრანგეთი), ანდრო დვალი (პერპინიანი, საფრანგეთი), თორნიკე ჯალაღონია (პროვანსი, საფრანგეთი), იოანე იაშაღაშვილი (მონ დე მარსანი, საფრანგეთი);
ღერძი: ვასილ ლობჟანიძე (ოიონა, საფრანგეთი), გელა აფრასიძე (პერპინიანი, საფრაგეთი), გიორგი სპანდერაშვილი (შავი ლომი); ლუკა მატკავა (ოიონა, საფრანგეთი), თედო აბჟანდაძე (ორიაკი, საფრანგეთი);
ცენტრი: გიორგი კვესელაძე (გრენობლი, საფრანგეთი), გიორგი შველიძე (ბრივი, საფრანგეთი), თორნიკე კახოიძე, დემურ თაფლაძე (ორივე შავი ლომი), დავით ბარბაქაძე (ლიონი, საფრანგეთი);
ფრთა: ნიკოლოზ რეხვიაშვილი (ყოჩები), აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი);
ფულბეკი: დაჩი პაპუნაშვილი (ორიაკი), ოთარ მეტრეველი (შავი ლომი).
იხილე მეტი
-
ნაკრები
/ 5 საათის agoსაქართველო ნიდერლანდებისთვის დაირაზმა
გააზიარეთსაქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა 2026 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე შეხვედრისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა....
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
ნაკრები
/ 10 საათის agoერთა თასს თბილისში და უმაყურებლოდ დავიწყებთ
გააზიარეთ2026-27 წლების ერთა ლიგის სეზონის წილისყრა რომ გაიმართა, უკვე იცით. ცნობილია კალენდარიც – ვის,...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
კალათბურთი
/ 10 საათის agoბარსელონა ევროლიგაში პარიზთან დამარცხდა
გააზიარეთევროლიგაში მორიგი მატჩები გაიმართა და თორნიკე შენგელიას ბარსელონამ მარცხი იწვნია. კატალონიელები საკუთარ არერნაზე პარიზს...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი