
თბილისში, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე უეფას მეოთხე კატეგორიის 70 000 მაყურებლის ტევადობისა და 876 მილიონ ლარად შეფასებული საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის ტენდერი შეჩერებულია.
ტენდერში მონაწილეობდად სამი კომპანია. აქედან ორი დისკვალიფიცირებულია.
- ე/ს YDA Insaat Sanayi ve Ticaret A.S. and Alkatas Insaat ve Taahhut A.S. and Ilgazlar Insaat Ticaret ve San. A.S. (თურქეთი)
სატენდერო წინადადების ამოკითხული ფასი: 744,934,000.00 ლარი;
შეფასებული ფასი: 744,934,000.00 ლარი;
დისკვალიფიკაციის მიზეზი: პრეტენდენტმა ვერ დააკმაყოფილა სატენდერო დოკუმენტის ნაწილი 1 – სატენდერო პროცედურები; თავი III – შეფასების და კვალიფიკაციის კრიტერიუმები; კვალიფიკაცია:
პუნქტი 3.1 ფინანსური შესაძლებლობები (iii) და პუნქტი 4.2 (ა) მშენებლობის და კონტრაქტის მართვის სპეციფიური გამოცდილება (i, ii, iii, iv, v).
- ე/ს შპს ,,მაქრო ქონსთრაქშენ“ და შპს ,,ინშაათჩი 3“ (საქართველო, აზერბაიჯანი)
სატენდერო წინადადების ამოკითხული ფასი: 789,420,000.00 ლარი;
შეფასებული ფასი: 789,420,000.00 ლარი;
დისკვალიფიკაციის მიზეზი: პრეტენდენტმა ვერ დააკმაყოფილა სატენდერო დოკუმენტის ნაწილი 1 – სატენდერო პროცედურები; თავი III – შეფასების და კვალიფიკაციის კრიტერიუმები; კვალიფიკაცია:
პუნქტი 3.1 – ფინანსური შესაძლებლობები (iii) და პუნქტი 4.2 (ა) – მშენებლობის და კონტრაქტის მართვის სპეციფიური გამოცდილება (i, ii, iii, iv, v) და პუნქტი 5 – ძირითადი პერსონალი.
- შპს ,,ანაგი“ (საქართველო)
სატენდერო წინადადების ამოკითხული ფასი: 850,000,000.00 ლარი;
შეფასებული ფასი: 850,000,000.00 ლარი;
შეფასება: პრეტენდენტმა დააკმაყოფილა სატენდერო დოკუმენტით მოთხოვნილი საკვალიფიკაციო მოთხოვნები.
გადაწყვეტილება
„იმის გამო, რომ ტენდერის საკვალიფიკაციო კრიტერიუმებს მხოლოდ ერთი პრეტენდენტი აკმაყოფილებდა და მისი შეთავაზება, სხვა მონაწილეთა ფასებთან შედარებით, მნიშვნელოვნად მაღალი იყო, კომისიამ კანონით მინიჭებული უფლება გამოიყენა და საჭიროდ მიიჩნია პირობების ხელახალი შეფასება და შესაბამისი ცვლილებების განხორციელება.
სატენდერო კომისიამ იმსჯელა და დაადგინა სატენდერო დოკუმენტის დამკვეთის მოთხოვნებისა და საკვალიფიკაციო კრიტერიუმების გადახედვის საჭიროება. სატენდერო დოკუმენტის ინსტრუქციები პრეტენდენტთათვის (იპ) 39.1 პუნქტის შესაბამისად, სატენდერო კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება ანულირდეს ტენდერის პროცედურება“, – ნათქვამია მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, ახალი ეროვნული სტადიონი თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარედ არსებულ 270,000 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთზე უნდა აშენდეს.
ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას ახალი სტადიონის აშენებისთვის 51 თვე ანუ 4 წელი და 3 თვე ექნებოდა. თუ გამარჯვებული გამოვლინდებოდა, მისი მშენებლობა 2029-30 წლებში უნდა დასრულებულიყო.
იხილე მეტი
-
ძიუდო
/ 4 საათის agoტატო გრიგალაშვილის მეოთხე მსოფლიო
გააზიარეთტატო გრიგალაშვილი მსოფლიოს ჩემპიონია. უკვე – მეოთხედ. ბაქოში მიმდინარე ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატზე კი საქართველოს...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
კალათბურთი
/ 8 საათის agoმამუკელაშვილის პირველი ქულები ლოს ანჯელესში
გააზიარეთსანდრო მამუკელაშვილის ლეიკერსის მაისური ორჯერ მოირგო. პირველად ეს საკრამენტო კინგსთან გააკეთა. არა, NBA-სეზონი ჯერ...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
ძიუდო
/ 9 საათის agoტატო გრიგალაშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
გააზიარეთბაქოში მიმდინარე ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს მესამე მედალი გარანტირებული აქვს. ტატო გრიგალაშვილი ფინალშია… ჯერ...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი