
ბათუმის დინამოში განახლების პროცესი გრძელდება. კლუბში მართვის ახალი მოდელი ყალიბდება, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი გრძელვადიანი, მდგრადი განვითარებისა და ახალი სტრატეგიის შემუშავება იქნება.
დინამოს გენერალური მენეჯერი ნიკოლოზ ჯღარკავა იქნება, ვისაც ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ჯღარკავას მთავარი მიზანი, ორგანიზაციულ დონეზე, კლუბის ეფექტური მართვა, ლიცენზირების სტანდარტების დაცვა და ყველა საკვანძო მიმართულების (სპორტული, ბიზნეს და ადმინისტრაციული) კოორდინაციაა.
დინამოს ახალი მენეჯერი გასულ წლებში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა, ასევე გახლდათ დინამო თბილისისა და დინამო არენას გენერალური დირექტორი.
მდიდარ სამუშაო გამოცდილებასთან ერთად, ჯღარკავას ზურგს უმაღლესი დონის განათლება უმაგრებს; ფლობს ლიმოჟის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს გლობალური სპორტის მმართველობის მიმართულებით (UEFA MESGO); არის ლოზანის უნივერსიტეტის ფეხბურთის მენეჯმენტის სასერტიფიკატო პროგრამის კურსდამთავრებული (UEFA CFM) და ფლობს UEFA-ს A, B და C ლიცენზიებს. ნიკოლოზ ჯღარკავა სრულფასოვნად ფლობს ქართულ და ინგლისურ ენებს; არის რამდენიმე პროფესიული ჯილდოს მფლობელი; წლის საუკეთესო სპორტის მენეჯერი (2016): სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ჯილდო.
რაც შეეხება კლუბის სპორტულ მიმართულებას, მართვის ახალი მოდელის მიხედვით, სამ მთავარ მიმართულებად დაიყო: საფეხბურთო ოპერაციები, საფეხბურთო სტრატეგია და ფეხბურთის განვითარება.
ზღვისპირელთა საფეხბურთო ოპერაციების მენეჯერი ნიკა ჭანტურია იქნება – ახალგაზრდა საფეხბურთო ფუნქციონერი, რომელმაც აქტიური კარიერა სულ ახლახან დაასრულა.
ჭანტურიას მთავარ როლს პირველი გუნდისა და აკადემიის ყოველდღიურ საოპერაციო მართვა წარმოადგენს, რაც მოიცავს საწვრთნელი პროცესისა და მატჩის დღის სრულ ორგანიზებას, გუნდის ლოჯისტიკასა და ტექნიკურ უზრუნველყოფას. ასევე, ოპერაციების მენეჯერის ფუნქციაა მოთამაშეებსა და პერსონალთან ეფექტური კომუნიკაცია, შესაბამის დეპარტამენტებთან კოორდინაციით მაღალი შედეგებისთვის საჭირო გარემოს შექმნა და სტრატეგიულ დონეზე კლუბის სპორტულ-ორგანიზაციული დაგეგმარება. არის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და უეფას სასერტიფიკატო პროგრამის – „სერტიფიკატი ფეხბურთის მენეჯმენტში“ კურსდამთავრებულია. სრულფასოვნად ფლობს ქართულ და ინგლისურ ენებს.
კლუბის საფეხბურთო სტრატეგიის მენეჯერის პოზიციაზე ზურაბ თიგიშვილი იმუშავებს, რომელიც წლების განმავლობაში, იტალიაში საფეხბურთო მენეჯმენტის მიმართულებით მუშაობდა.
თიგიშვილი პასუხისმგებელია კლუბის სატრანსფერო და რეკრუტირების პოლიტიკის ჩამოყალიბებაზე, რაც გულისხმობს ფეხბურთის ბიზნეს-მოდელისა და გუნდის ხარჯების ეფექტურ მართვას. პოზიცია ასევე მოიცავს სკაუტინგს ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე, მონაცემთა ანალიზისა და რეკრუტირების ტექნოლოგიების დანერგვას, ასევე საფეხბურთო აგენტებთან და სხვა ფუნქციონერებთან სტრატეგიულ ურთიერთობას.
დინამომდე თიგიშვილი ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან საერთაშორისო საფეხბურთო სააგენტოში (GG11 Sports Agency) FIFA-ს ლიცენზირებული აგენტის სტატუსით მუშაობდა; არის ცნობილი იტალიური საფეხბურთო სკოლის, კოვერჩიანოს კურსდამთავრებული და ფლობს მილანის Università del Calcio-ს მაგისტრის ხარისხს; თიგიშვილი ხუთ ენაზე საუბრობს – იტალიური, ესპანური, ინგლისური, რუსული და ქართული.
კლუბში ფეხბურთის განვითარების მენეჯერის პოსტს ევროპული გამოცდილების მქონე, კიდევ ერთი კვალიფიციური საფეხბურთო მენეჯერი, ზურაბ ორაგველიძე დაიკავებს.
ორაგველიძე კლუბის აკადემიის სტრუქტურისა და ერთიანი სასწავლო მეთოდოლოგიის ჩამოყალიბებაზე იმუშავებს, რაც, თავის მხრივ, მოთამაშეთა სწორ განვითარებასა და მათ კარიერულ წინსვლას უზრუნველყოფს. პოზიცია მოიცავს მწვრთნელთა განათლების პროგრამების მართვას, სპორტული მეცნიერების სტანდარტების დანერგვასა და მოთამაშეთა კეთილდღეობაზე ზრუნვას. ასევე, ზურაბ ორაგველიძის ფუნქცია საფეხბურთო ასოციაციებთან, კლუბებთან და სხვა ინსტიტუციებთან სტრატეგიული ურთიერთობების დამყარებაა.
ბათუმში გადმოსვლამდე, ზურაბ ორაგველიძე FIFA-ს ლიცენზირებული აგენტი გახლდათ და მენეჯერულ საქმიანობას ეწეოდა; 2026 წლის დასაწყისში მან დაარსა სააგენტო Cornea Sports, რომელიც სპორტში მომუშავე და ჩართული ადამიანების პროფესიულ და კარიერულ განვითარებაზე ზრუნავს; განათლება გერმანიაში, კერძოდ კი, კობლენცის უნივერსიტეტში, სპორტული მენეჯმენტის მიმართულებით მიიღო; სრულყოფილად საუბრობს ექვს ენაზე – გერმანული, ინგლისური, იტალიური, ესპანური, ფრანგული და ქართული.
განახლებული მენეჯმენტი გუნდს თურქულ შეკრებაზე ესტუმრა და ხუთი დღის განმავლობაში ადგილზე გაცნობითი და სამუშაო სახის შეხვედრები გაიმართა როგორც მთავარ მწვრთნელთან, ასევე სამწვრთნელო შტაბთან და ფეხბურთელებთან.
კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, დინამოს ახალი მფლობელისა და მენეჯმენტის მთავარ პრიორიტეტს კლუბის მდგრადი განვითარება წარმოადგენს ყველა იმ მიმართულებით, რომელიც წარმატებული საფეხბურთო კლუბის ფუნქციონირებისთვის აუცილებელია. ახალი ინვესტორისთვის მნიშვნელოვანია, რომ კლუბში მიმდინარე ყველა პროცესი გამჭვირვალედ წარიმართოს, ამიტომ ნებისმიერი მიმდინარე თუ სამომავლო სიახლის შესახებ გულშემატკივრებსა და დაინტერესებულ პირებს ინფორმაცია ოპერატიულად მიეწოდებათ.
იხილე მეტი
-
ლეგიონერები
/ 3 წუთი agoჩაკვეტაძე: თამაში ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანია
გააზიარეთგიორგი ჩაკვეტაძის უოტფორდი ოდნავ სტაბილური რომ იყოს, ახლა ჩემპიონშიპის ფლეი ოფის ზონაში იქნებოდა. თუმცა,...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
კალათბურთი
/ 4 საათის agoმამუ და ბითაძე – მეზობლები ფლეი ოფის ზონაში
გააზიარეთნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მორიგი მატჩები გამართეს ქართველთა გუნდებმა, ორივემ მოიგო და ორივეს კარგი თამაში...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
საქართველოს ჩემპიონატი
/ 15 საათის agoეროვნული ლიგის მეორე ტური უგოლოდ დასრულდა
გააზიარეთკრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მეორე ტური დასრულდა. ტყიბულის მეშახტისა და წყალტუბოს სამგურალის მატჩი უგოლოდ დასრულდა....
ავტორი მიხეილ მაღლაკელი