
6 მაისს, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში, მიუნხენის ბაიერნი საკუთარ მოედანზე ხვიჩა კვარაცხელიას პარი სენ-ჟერმენს უმასპინძლებს. პირველი მატჩი ჩვენებურის გუნდმა 5:4 მოიგო. შედეგის გათვალისწინებით, წყვილში ინტრიგა სრულად შენარჩუნებულია და ფინალში გასვლის ბედი „ალიანს არენაზე“ გადაწყდება.
ორივე გუნდის მწვრთნელებმა მატჩის წინა პრსკონფერენციაზე ისაუბრეს…
ვინსენტ კომპანი, ბაიერნის მთავარი მწვრთნელი:
_ პსჟ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გუნდია. პარიზელებს გასულ წელს ჩემპიონთა ლიგა შემთხვევით არ მოუგიათ. მეტოქეს დიდ პატივს ვცემთ, მაგრამ ჩვენი მიზნები გვაქვს და ვგრძნობთ, რომ მათ დამარცხებას შევძლებთ. საკუთარ მოედანზე ვთამაშობთ, გამარჯვება გვინდა და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. პირველ მატჩში მარცხის მიუხედავად, ბაიერნმა აჩვენა, რომ ნებისმიერი გუნდთან თამაში შეუძლია. საბოლოო წარმატებისთვის მეტოქეზე მინიმუმ ერთი გოლით უნდა გავიტანოთ. გვინდა, სანახაობრივი და შემტევი ფეხბურთის ჩვენება. ეს ჩვენი სტილია და მას არ შევცვლით.
_ რას ელოდებით ამ მატჩისგან?
_ ჩვენ გვინდა საღამო განსაკუთრებული გავხადოთ. ასეთ ეტაპზე თითოეული დეტალი გადამწყვეტია.
_ გჯერათ თუ არა, რომ თქვენი გუნდი ფინალში გავა?
_ რა თქმა უნდა. ჩვენ აქ იმიტომ ვართ, რომ საკუთარი შესაძლებლობების გვჯერა.
_ რას იტყვით გუნდის პროგრესზე სეზონის განმავლობაში?
_ სეზონის დასაწყისში ბევრი ადამიანი სკეპტიკურად იყო განწყობილი, მაგრამ ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ გავიზარდეთ.
_ რა იქნება მთავარი გასაღები გამარჯვებისთვის?
_ ერთიანობა, ინტენსივობა და სწორი გადაწყვეტილებები გადამწყვეტ მომენტებში.
_ როგორია ფეხბურთელების მდგომარეობა?
_ გუნდი მოტივირებულია და მზად არის ბოლომდე ბრძოლისთვის.
ლუის ენრიკე, პსჟ-ს მთავარი მწვრთნელი:
_ ჩვენი მიზანი ყოველთვის გამარჯვებაა და მოედანზე ახლაც ამ მოცემულობით გავალთ. ეს ძალიან რთული გამოცდაა, მაგრამ პარი სენ-ჟერმენი ბრძოლას არასდროს წყვეტს. ფინალში ზედიზედ მეორედ გასასვლელად განსაკუთრებული ძალისხმევა გვჭირდება. მნიშვნელოვანია, როგორც სხვებს, ისე საკუთარ თავსაც დავუმტკიცოთ, რატომ ვართ ტურნირის ამ ეტაპზე. ბაიერნს პატივს ვცემთ, მაგრამ ეს პატივისცემა პროგრესისკენ გვიბიძგებს.
_ როგორ ემზადება გუნდი ბაიერნთან მატჩისთვის?
_ ჩვენ კონცენტრირებულები ვართ. ვიცით, რომ რთული თამაში გველოდება.
_ რას ფიქრობთ მეტოქეზე?
_ ეს არის უმაღლესი დონის გუნდი, რომელსაც შეუძლია ნებისმიერ მომენტში შექმნას საფრთხე.
_ რა იქნება გადამწყვეტი ფაქტორი ამ მატჩში?
_ კონკრეტული დეტალები. ასეთ დონეზე ყველაფერი მცირე ეპიზოდებზე წყდება.
_ არის თუ არა უპირატესობა პირველი მატჩის შედეგი?
_ ეს მხოლოდ მცირე უპირატესობაა. არაფერი დასრულებული არ არის.
_ რა არის მთავარი მიზანი ამ შეხვედრაში?
_ უნდა ვითამაშოთ ჩვენი ფეხბურთი და ვიყოთ მაქსიმალურად ეფექტურები.
ბაიერნისა და პარი სენ-ჟერმენის მატჩი 6 მაისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
იხილე მეტი
-
რაგბი
/ 18 საათის agoშვიდკაცა არესმა მოიგო, შვიდქალა – პრინცესებმა
გააზიარეთთბილისის შვიდკაცას ფინალში, ქუთაისის არესმა თბილისის ლელოს სძლია და ტურნირის გამარჯვებული გახდა, ქალებს შორის...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
ლეგიონერები
/ 21 საათის agoმექვაბიშვილმა თასს ჩემპიონობაც მიაყოლა
გააზიარეთანრი მექვაბიშვილის კრაიოვამ რამდენიმე დღის წინ მოგებულ რუმინეთის თასს ჩემპიონობაც მიაყოლა და სეზონში დუბლი...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
კალათბურთი
/ 21 საათის agoშენგელიამ შერმადინს მოუგო, კორსანტიამ ფლეი ოფში წააგო
გააზიარეთესპანეთის ლიგა ენდესას 32-ე ტურში „ქართული დერბი“ შედგა – გიორგი შერმადინის ტენერიფე საკუთარ მოედანზე...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი