გამოგვიწერეთ

კალათბურთი

ბარსელონამ ევროლიგაში წაგებებს უხშირა

გააზიარეთ

ევროლიგის 30-ე ტურში ბარსელონა მილანს ესტუმრა და 84:87 დამარცხდა. არადა, იტალიელები სამი მეოთხედის შემდეგ 27 ქულით იგებდნენ, მაგრამ ბარსამ გაიბრძოლა და ბოლო 10-წუთეული 33:9 მოიგო, მაგრამ საერთო გამარჯვებისთვის საკმარისი არ გამოდგა.

თორნიკე შენგელია სასტარტო შემადგენლობაში იყო და მოედანზე 25:08 წუთი გაატარა, რა დროშიც 15 ქულა, 7 მოხსნა, 1 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა. თოკომ 11 ორქულიანიდან შვიდი ჩააგდო, ორი სამქულიანი ააცილა, ხოლო ერთადერთი საჯარიმო ზუსტი იყო. ქართველის პასივში 1 დაკარგვა, ხოლო მარგი ქმედების კოეფიციენტმა 19 შეადგინა, რაც გუნდში მეორე მაჩვენებელი გამოდგა.

ბარსელონას ევროლიგაში ცუდი პერიოდი უდგას და ბოლო ექვსი მატჩიდან ხუთში დამარცხდა. სატურნირო ცხრილში კი, 17 მოგებითა და 13 წაგებით მერვე ადგილზეა, რაც ფლეი ინის ზონაა.

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად კალათბურთი