გამოგვიწერეთ

კალათბურთი

ბარსელონას უშანსო და უღიმღამო

გააზიარეთ

საკალათბურთო კლუბი ბარსელონა ევროლიგაზე ზედიზედ მეორედ, ისე კი უკვე მესამედ დამარცხდა. კატალონიურმა გუნდმა შინაურ კედლებში მეტად უფერულად ითამაშა და ტრიბუნებზე შეკრებილ ქომაგსაც გული დაწყვიტა. დუბაისთან სტუმრად მარცხის შემდეგ, ბარსელონას კალათბურთელები ამჯერად ჟალგირისთან – 73:88 დაიჩაგრნენ.

ლიეტუვური გუნდის უპირატესობა მატჩის სტარტიდანვე ნათელი იყო და 40 სათამაშო წუთი ისე მიილია სტუმართა გამარჯვება ეჭვს არ იწვევდა. ჟალგირისმა პირველი ნახევარი 13 ქულით მოიგო, ხოლო მატჩის ბოლოს ტაბლოზე 15 ქულიანი სხვაობა ციმციმებდა.

რაც შეეხება თორნიკე შენგელიას, ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 22 წუთი დაჰყო და ამ დროში 13 ქულა, ხუთი მოხსნა და სამი პასი მოაგროვა.

სამ-სამი მოგება-წაგებით ბარსელონა სატურნირო ცხრილში მე-11 ადგილზეა. მომდევნო მატჩს კატალონიელები 28 ოქტომბერს ისევ საკუთარ მოედანზე იტალიური მილანის წინააღმდეგ გამართავენ.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

რეკლამა

იხილე მეტი

ნოემბერი 2025
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

იხილეთ სრულად კალათბურთი