გამოგვიწერეთ

კალათბურთი

ბარსელონა ევროლიგაში პარიზთან დამარცხდა

გააზიარეთ

ევროლიგაში მორიგი მატჩები გაიმართა და თორნიკე შენგელიას ბარსელონამ მარცხი იწვნია. კატალონიელები საკუთარ არერნაზე პარიზს დაუხვდნენ და 74-85 წააგეს.

საქართველოს ნაკრების კაპიტანი სასტარტო შემადგენლოში არ ყოფილა, მაგრამ საკმარისი დრო მიიღო. თოკომ პარკეტზე 20:29 წუთი დაჰყო, რა დროშიც 11 ქულა, 4 პასი, 3 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა. შენგელიამ ოთხივე ორქულიანი და სამივე საჯარიმო ჩააგდო, ერთი სამიანი კი, ააცილა. თორნიკეს პასივში ორი დაკარგვა.

ბარსელონას 17 მოგება და 11 წაგება გაუხდა და სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილზეა. თუმცა, ტური ჯერ სრულად არ დასრულებულა და, შესაძლოა, დაქვეითდნენ. მომდევნო მატჩი ბარსელონას შენგელიას ყოფილ გუნდ ვირტუს ბოლონიასთან ელის.

რეკლამა

იხილე მეტი

მარტი 2026
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  

იხილეთ სრულად კალათბურთი