გამოგვიწერეთ

კალათბურთი

ბარსელონა ლიგა ენდესაში ვერ ყოჩაღობს

გააზიარეთ

ესპანეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში თორნიკე შენგელიას ბარსელონამ ისევ წააგო, ამჯერად, სტუმრად ხირონასთან – 78:96.

თორნიკე შენგელიამ პარკეტზე მხოლოდ 15 წუთი გაატარა, რა დროშიც გუნდს 6 ქულით, 2 მოხსნითა და 2 პასით შეეწია. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ოთხიდან ორი ორქულიანი და ორიდან ორი საჯარიმო ჩააგდო, ხოლო ერთი სამქულიანი ააცილა.

ბარსელონას ლიგა ენდესაში სტარტი ნამდვილად არ გამოუვიდა და ორი მოგებითა და ოთხი წაგებით მე-11 ადგილზეა, ხოლო მომდევნო მატჩში ბასკონიას უმასპინძლებს.

რეკლამა

იხილე მეტი

დეკემბერი 2025
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

იხილეთ სრულად კალათბურთი