გამოგვიწერეთ

ჩოგბურთი

ბასილაშვილი ბრიუსელის მერვედფინალშია

გააზიარეთ

ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში მიმდინარე 250-იან საერთაშორისო ტურნირის ძირითად ბადეში პირველი გამარჯვება იზეიმა და მერვედფინალში გავიდა.

ბასილაშვილის მეტოქე ფრანგი კონტენ ალისი და ჩვენებურმაც ორ სეტში სძლია – 6:4, 6:4. თამაში საათსა და 23 წუთს გაგრძელდა და, აღსანიშნავია, რომ ბასილაშვილს საკუთარი ჩაწოდება არ დაუთმია. უჩვეულოა მისთვის ხუთი უნებლიე შეცდომაც. თავად კი, ორივე სეტში თითო ბრეიკი გაახერხა და პარტიაც წაიღო.

ამ გამარჯვებით ბასილაშვილს ATP-ს ლაივ რეიტინგში 673 ქულა მოუგროვდა და 95-ე ადგილზე გადაინაცვლა.

მერვედფინალში მისი მეტოქე კიდევ ერთი ფრანგი ჯოვანი მპეტში პერიკარი იქნება, რომელიც ტურნირზე მეხუთე ნომრად არის განთესილი.

რეკლამა

იხილე მეტი

ნოემბერი 2025
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

იხილეთ სრულად ჩოგბურთი