გამოგვიწერეთ

ჩოგბურთი

ბასილაშვილი რომის მასტერსის მერვედფინალშია

გააზიარეთ

ნიკოლოზ ბასილაშვილი რომის მასტერსის მერვედფინალშია. ჩვენებურმა ამერიკელ რენდონ ნაკაშიმას 7:6; 6:4 აჯობა.

უნდა ითქვას, რომ რომის კორტებზე ძველი ბასილაშვილი დგას, როდესაც მოგებებით გვანებივრებდა. იტალიის დედაქალაქში ნიკამ უკვე მეხუთე მატჩი მოიგო: ორიც საკვალიფიკაციო ეტაპზე და სამიც ძირითად ბადეში.

ნაკაშიმასთან მატჩი  საათსა და 41 წუთს გაგრძელდა. პირველი სეტში ორივე ჩოგბურთელი ჩაწოდებაზე არ ცდებოდნენ და საქმე ტაი ბრეიკამდე მივიდა, სადაც ბასილაშვილმა უკეთესი იყო; მეორეში ნიკამ მეხუთე გეიმში ჩაწოდება წააგო, მაგრამ მეექვსეშივე დაიბრუნა, ხოლო მე-10 გეიმში კიდევ ერთხელ აართვა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.

ბასილაშვილის მეტოქე მერვედფინალში მე-12 ნომრად განთესილი რუსი ანდრეი რუბლიოვი იქნება, ვინაც დღეს ესპანელ დავიდოვიჩ-ფოკინას 6:4; 6:4 მოუგო.

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად ჩოგბურთი