გამოგვიწერეთ

ჩოგბურთი

ბასილაშვილი ძირითადშია – წინ არგენტინული ბარიერია

გააზიარეთ

ჩინეთის ქალაქ ჩენდუში ATPის 250-იანი კატეგორიის ტურნირი მიმდინარეობს, უფრო ზუსტად ჯერ მხოლოდ საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები დასრულდა, რომელსაც დიდად ყურადღებას ალბათ არც მივაქცევდით რომ არა ნიკოლოზ ბასილაშვილი.

ქართველი ჩოგბურთელის საუკეთესო ხანა რომ უკვე წარსულს ჩაბარდა კარგად ვიცით, თორემ მსგავსი ტიპის ტურნირებზე ის უცილობლად ძირითად ბადეში იქნებოდა. ახლა კი მას გარჯა საკვალიფიკაციო მატჩებშიც უწევს. ასე არის ჩენდუშიც.

სასიხარულოა, რომ ბასილაშვილმა ამ ამოცანას თავი წარმატებით გაართვა. ჩვენებურმა ჯერ იაპონელ რეი საკამოტოს სამ სეტში 6:2, 3:6, 6:1 აჯობა, შემდეგ კი მის გზას ახლო წარსულში ასევე გამორჩეული და ნიჭიერი ჩოგბურთელი ავსტრალიელი ბერნარდ ტომიჩი გაუყენა – 2:6, 7:5, 7:5.

ძირითად ბადეში ნიკოლო ბასილაშვილის მეტოქე არგენტინელი სებასტიან ბაეზი იქნება, რომელიც ჩენდუს ტურნირზე მეშვიდე ნომრად არის განთესილი.

რეკლამა

იხილე მეტი

აგვისტო 2026
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  

იხილეთ სრულად ჩოგბურთი