გამოგვიწერეთ

ჭადრაკი

ბაციაშვილი და არაბიძე ლიდერების კვალდაკვალ

გააზიარეთ

კატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე სწრაფ  ჭადრაკში, მეორე სათამაშო დღეს ქალებმა კვლავ ოთხი ტური ითამაშეს, ხოლო კაცებმა – ხუთი.

ქალთა შორის რვა ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილს 6,5 ქულით ორი მოჭადრაკე ლიდერობს – ჩინელი ჟუ ჟინერი და ინდოელი კონერუ ჰამპი.

ლიდერებს მხოლოდ ნახევარი ქულით ჩვენი გოგონები – ნინო ბაციაშვილი და მერი არაბიძე. დამატებითი მაჩვენებლით ბაციაშვილი მესამეა, ხოლო არაბიძე – მე-11. ნანა ძაგნიძეს 5,5 ქულა აქვს და მე-19 ადგილზეა; ბელა ხოტენაშვილი 4,5 ქულით 43-ე; ანასტასია კირთაძე 4 ქულა და 69-ე; კესარია მგელაძე 3,5 ქულა და 94-ე; ინგა ჭარხალაშვილი 3 ქულა და 104-ე;

ვაჟებმა ქალებისგან განსახვავებით ერთი ტურით მეტი ითამაშეს და  9 ტურის  შემდეგ  ჩემპიონატს 7.5 ქულით ორი ლიდერი ყავს – ვლადისლავ არტემიევი და ჰანს ნიმანი. ლიდერებს ძალიან ჩამორჩებიან ქართველი მოჭადრაკეები: ლევან ფანცულაია (5 ქულა), გიგა ყუფარაძე (4,5) და ბაადურ ჯობავა (2,5).

დასკვნით სათამაშო დღეს ქალები სამ ტურს ითამაშებენ, ხოლო ვაჟები – ოთხს.

რეკლამა

იხილე მეტი

იანვარი 2026
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად ჭადრაკი