გამოგვიწერეთ

ზამთრის სახეობები

ბერულავა შოკშია, მეტელკინა გახარებული

გააზიარეთ

ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე მოპოვებული ისტორიული მედლის შემდეგ, ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ კომენტარი გააკეთეს.

ლუკა ბერულავა:

„თავს მშვენივრად ვგრძნობ. ალბათ ჩემი ცხოვრების საუკეთესო დღეა. უზომოდ გახარებული ვარ ოლიმპიადაზე მოპოვებული ვერცხლის მედლით. მადლობა სამწვრთნელო შტაბს, ოჯახს, ექიმებს. სიმართლე გითხრათ, შოკში ვარ – არც კი ვიცი ახლა რას ვლაპარაკობ, ჩემი ტვინი გამორთულია“.

ანასტასია მეტელკინა:

„უზომოდ გახარებული ვარ. ამ ოლიმპიადაზე ოთხი პროგრამა შევასრულეთ. ეს არ იყო ადვილი. ბოლო გამოსვლის წინ ძალიან დაღლილები ვიყავით, მაგრამ გვინდოდა ბოლომდე და 100 %-ით დავხარჯულიყავით, რათა საქმე სანანებელად არ გაგვეხადა. ვფიქრობ, არც ვნანობთ. ყველაფერი გავიღეთ, რაც ჩვენზე იყო დამოკიდებული. ეს მედალი ისტორიაში შევიდა და ბოლო ნამდვილად არ იქნება“.

მეტელკინა/ბერულავას დუეტმა ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ფიგურულ ციგურაობის სპორტულ წყვილებში ვერცხლის მედალი მოიპოვეს და საქართველოს ისტორიაში პირველი მედალი მოუტანეს.

რეკლამა

იხილე მეტი

მარტი 2026
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  

იხილეთ სრულად ზამთრის სახეობები