გამოგვიწერეთ

ძიუდო

ბექაურის ოქრო და დემეტრაშვილის ბრინჯაო

გააზიარეთ

ოთხთვიანი პაუზის შემდეგ ლაშა ბექაური ტატამს დაუბრუნდა და ეს დაბრუნება ოქროს მედლით აღნიშნა. ქართველმა ძიუდოისტმა აბუ დაბის გრანდ სლემზე ხუთი  მეტოქე დაამარცხდა და ოქროს მედალი ირგუნა.

90 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ბექაურმა ჯერ ნიდერლანდელ მარკუს ვან დაიკთან დამატებით დროში მოიგო, შემდეგ რუს ეგორ ანდონის ვაზარით აჯობა, მეოთხედფინალში სერბ ისლამ სოგენოვს ვაზარითვე გაუსწორდა, ნახევარფინალში სამხრეთკორეელ იონგონ კიმთან იუკოთი იმარჯვა.

ფინალში ლაშას მეტოქე მოლდოველი მიჰაილ ლატისევი იყო, ვისაც იპონით აჯობა და პირველი ადგილი დაიკავა.

აბუ დაბის გრანდ სლემის ბოლო დღეს ბრინჯაო ირაკლი დემეტრაშვილმაც (+100კგ) მოინაგრა. ჩვენებურმა გერმანელ ლასენი კონეს და აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე უშანგი კოკაურს მოუგო, ხოლო ნახევარფინალში მონღოლელ გონჩიგსურენ ბატხუიაგთან წააგო და ბრინჯაოსთვის აზერბაიჯანელ ჯამალ გამზატხანოვს დაეჭიდა. ჩვენებურმა ერთადერთი იუკოთი მოიგო.

ჯამში საქართველოს დელეგაციამ აბუ დაბის გრანდ სლემზე სამი მედალი მოინაგრა: ბექაურისა და დემეტრაშვილმადე ბრინჯაოს მედალი გიორგი სარდალაშვილმაც მოიპოვა.

რეკლამა

იხილე მეტი

მაისი 2026
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

იხილეთ სრულად ძიუდო