გამოგვიწერეთ

კალათბურთი

ბითაძემ და მამუკელაშვილმა სეზონი გამარჯვებით გახსნეს

გააზიარეთ

დაიწყო NBA-ს ახალი სეზონი და ქართველთაგან პირველი პარკეტზე გოგა ბითაძე გავიდა. ჩვენებურის ორლანდო მეჯიქმა სეზონი მაიამი ჰიტთან გამარჯვებით გახსნა – 125:121, რაშიც ქართული წვლილიც არის.

ბითაძე სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, მაგრამ თამაშში ჩართვა 18:30 წუთით მაინც მოუწია, რა დროშიც 8 ქულა, 8 მოხსნა, 4 პასი და თითო ჩაჭრა-დაფარება მოინაგრა.

გოგამ სამივე ორქულიანი ჩააგდო, სამქულიანი ერთხელ და არაზუსტად ესროლა, ხოლო ორი ჯარიმა – ზუსტად.

ორლანდოს მომდევნო მატჩში ატლანტა ჰოუკსს უმასპინძლებს.

სწორედ ატლანტელებთან მოულოდნელი გამარჯვებით გახსნა სეზონი სანდრო მამუკელაშვილის ახალმა კლუბმა ტორონტო რეპტორსმა – 138:118.

ბითაძის მსგავსად საქმეში მამუკელაშვილიც სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 17 წუთში 7 ქულა, 4 მოხსნა, 3 პასი და 1 დაფარება მიითვალა. ქართველმა ფორვარდმა ხუთიდან ორი ორქულიანი ჩააგდო, ერთი სამქულიანი ზუსტად ისროლა. პასივში ორი დაკარგა და ოთხი პერსონალური ფოლი ჰქონდა.

აღსანიშნავია, რომ იმ პერიოდში, როდესაც სანდრო მოედანზე იყო, რეპტორსმა ჰოუკსზე 21 ქულით მეტი ჩააგდო და ეს მატჩის საუკეთესო მაჩვენებელი იყო.

ტორონტოელთა რიგებში ყველაზე შედეგიანი არ ჯეი ბარეტი გამოირჩა – 25 ქულა, 8 მოხსნა, 5 პასი; სკოტი ბარნსმა 22 ქულა, 6 მოხსნა და 9 პასი მიითვალა.

ტორონტო მორიგ მატჩს მილუოკი ბაქსთან გამართავს.

რეკლამა

იხილე მეტი

ნოემბერი 2025
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

იხილეთ სრულად კალათბურთი