გამოგვიწერეთ

კალათბურთი

ბითაძემ დრო ნაყოფიერად გამოიყენა

გააზიარეთ

NBA-ში მორიგი მატჩები გაიმართა და გოგა ბითაძის რლანდო მეჯიქმა სტუმრად ნიუ იორკ ნიკს 124:107 მოუგო და საფლეიფო ზონაში შევიდა.

ქართველი ცენტრი ტრადიციულად სათადარიგოთა შორის იყო და სათამაშოდ ოდენ 16:15 წუთი ერგო. თუმცა, ბითაძემ დრო ნაყოფიერად გამოიყენა და გუნდს 10 ქულით, 3 მოხსნითა და 1 ჩაჭრით შეეწია.

გოგამ უშეცდომოდ ისრილა – ორივე ორქულიანი და ექვსივე საჯარიმო ზუსტი იყო, ხოლო მისი მოედანზე ყოფნის დროს ორლანდოელებმა 23 ქულა მოიგეს, რაც გუნდში საუკეთესო მაჩვენებელი იყო.

სადღესიდ მეჯიქს ექვს-ექვსი მოგება-წაგება აქვთ და მე-10 ადგილზე არიან, მომდევნო მატჩს კი, ბრუკლინთან შინ ითამაშებენ.

რეკლამა

იხილე მეტი

დეკემბერი 2025
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

იხილეთ სრულად კალათბურთი