გამოგვიწერეთ

კალათბურთი

ბითაძემ ლეიკერსთან დრო კარგად გამოიყენა

გააზიარეთ

გოგა ბითაძის ორლანდო მეჯიქი საკუთარ მოედანზე ლოს ანეჯელეს ლეიკერსს დაუხვდა და 104:105 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრების ცენტრი საქმეში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და მოედანზე 18:06 წუთი გაატარა. ჩვენებურმა ეს დრო ძალიან კარგად გამოიყენა და გუნდს 9 ქულით, 7 მოხსნითა და 5 პასით შეეწია. გოგამ სამიდან სამი ორქულიანი და ოთხიდან სამი საჯარიმო ჩააგდო. პასივში ორი დაკარგვა ჰქონდა, მისი პარკეტზე ყოფნის პერიოდში კი, ორლანდომ ლეიკერსს ცხრა ქულით მეტი ჩაუგდო.

ფლორიდელები 38 მოგებითა და 32 მარცხით კონფერენციაში მერვე ადგილზე არიან, რაც ფლეი ინის ზონაა. გუნდს მომდევნო მატჩი სტუმრად, ფინიქსთან ელის.

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად კალათბურთი