გამოგვიწერეთ

კალათბურთი

ბითაძეს ისევ ბოლო წუთები დაუთმეს

გააზიარეთ

ზედიზედ შვიდი მოგების შემდეგ გოგა ბითაძის ორლანდო გამთენიისას ატლანტას ესტუმრა და 112:124 დამარცხდა. როგორც ბოლო პერიოდში ხდება, ფლორიდელთა მთავარ მწვრთნელს, ჯამალ მოსლის ჩვენებურს ან არ ათამაშებს, ანაც მხოლოდ მაშინ შეჰყავს მოედანზე, როდესაც მატჩის ბედი გადაწყვეტილია.

ასე მოხდა ამჯერადაც – გოგა „გარბიჯ თაიმში“ ათამაშეს და ბოლო 5:29 წუთი დაუთმეს. ბითაძემ ამ დროში 4 ქულის, 3 მოხსნისა და 1 პასის გაკეთება მოასწრო. აღსანიშნავია, რომ სამივე ბურთი მეტოქის ფარზე მოხსნა და ეს მონაკვეთი ორლანდომ რვა ქულით მოიგო. ბითაძემ სულ სამი ორქულიანი ისროლა და ორი ჩააგდო.

ორლანდო 38 მოგებითა და 29 მარცხით კონფერენციაში მეექვსე ადგილზეა. იდენტური მაჩვენებელი აქვს მეხუთე ადგილზე მყოფ სანდრო მამუკელაშვილის ტორონტოსაც.

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად კალათბურთი