გამოგვიწერეთ

კალათბურთი

ბითაძე და ორლანდო დეტროიტთან სერიაში დაწინაურდნენ

გააზიარეთ

გოგა ბითაძის ორლანდო მეჯიქმა დეტროიტ პისტონსს მეოთხედფინალში მესამე მატჩში 113:105 მოუგო და სერიაში 2:1 დაწინაურდა.

გამარჯვებაში დიდი წვლილი პაოლო ბანკერომ დაიდო, ვისაც სამმაგ დუბლამდე პასი დააკლდა – 25 ქულა, 12 მოხსნა და 9 პასი.

ბითაძემ მოედანზე 10:55 წუთი გაატარა და ამ დროში ორი ქულა, ორი მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა. გოგამ სამიდან ერთი ორქულიანი ჩააგდო. მისი მოედანზე ყოფნის დროს კი, სრული თანაფარდობა იყო.

ორლანდოს მოედნის უპირატესობა აქვს და მომდევნო მატჩს, 28 აპრილს, ისევ საკუთარ არენაზე ითამაშებს.

რეკლამა

იხილე მეტი

მაისი 2026
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

იხილეთ სრულად კალათბურთი