გამოგვიწერეთ

კალათბურთი

ბითაძე ქულებს უმატებს, მამუკელაშვილი წაგებებს

გააზიარეთ

NBA-ში მორიგი მატჩების გამართეს ქართველების გუნდებმა.

გოგა ბითაძის ორლანდომ დალასს უმასპინძლა და 115:114 დაამარცხა. ფლორიდელებს სასტარტო ცენტრმა, ვენდელ კარტერმა მოაგებინა, ვინაც გამარჯვების ბურთი სამი წამით ადრე ჩააგდო.

გოგა სწორედ კარტერის სათადარიგოა და დალასთან მოედანზე 12:05 წუთით გამოჩნდა, რა დროშიც 8 ქულა, 4 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. გოგამ ოთხიდან ოთხი ორქულიანი ჩააგდო და ერთი საჯარიმო კი ააცილა. ჩვენებურის მოედანზე ყოფნის დროს, ორლანდომ მეტოქეს სამი ქულით მეტი ჩაუგდო.

ბითაძის გუნდს 33 მოგება და 28 წაგება დაუგროვდა, რაც კონფერენციაში მეშვიდე შედეგია და ფლეი ინის ზონაშია. ორლანდო მომდევნო მატჩს სტუმრად მინესოტა ტიმბერვულვზის წინაააღმდეგ გამართავს.

სწორედ მინესოტაში ითამაშა სანდრო მამუკელაშვილის ტორონტომ და 107:115 დამარცხდა.

მამუკელაშვილი საქმეში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და პარკეტზე გატარებულ 23:38 წუთში გუნდს 11 ქულით, 2 მოხსნით, თითო პასით, ჩაჭრითა და დაფარებით შეეშველა. სანდრომ ექვსიდან ოთხი ორქულიანი და ორიდან ერთი სამქულიანი ჩააგდო, ერთი საჯარიმო კი ააცილა. პასივში ერთი დაკარგვა ჰქონდა, მისი მოედანზე ყოფნისას კი, ტორონტომ რვა ქულით წააგო.

ტორონტო 35 მოგებითა და 27 მარცხით კონფერენციაში მეხუთე ადგილზეა და მომდევნო მატჩში დალასს უმასპინძლებს.

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად კალათბურთი