გამოგვიწერეთ

კალათბურთი

ბითაძის ორლანდო ფლეი ოფში გავიდა

გააზიარეთ

გოგა ბითაძის ორლანდო მეჯიქი NBA-ს ფლეი ოფში ითამაშებს. ფლეი ინის ბოლო მატჩში ფლორიდელებმა შარლოტი 121:90 გაანადგურეს და მერვედფინალში დეტროიტ პისტონსს გაეჯიბრება. მეტოქე საკმაოდ ძლიერია – პისტონსმა აღმოსავლეთ კონფერენცია დამაჯერებლად მოიგო.

გოგამ პარკეტზე 15:44 წუთი გაატარა, რა დროშიც 7 ქულა, 4 მოხსნა, 2 პასი და 4 დაფარება მოინაგრა. გოგამ ორიდან ორი ორქულიანი და სამიდან სამი საჯარიმო ჩააგდო. ჩვენებურს პასივში ერთი დაკარგვა ჰქონდა, მისი მოედანზე ყოფნის პერიოდში კი, ორლანდომ მეტოქეზე 16 ქულით მეტი ჩააგდო.

ორლანდომ და დეტროიტმა რეგულარულ სეზონში უკვე ოთხჯერ ითამაშეს და სრული თანაფარდობაა – 2-2 მატჩი მოიგეს.

რეკლამა

იხილე მეტი

მაისი 2026
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

იხილეთ სრულად კალათბურთი