გამოგვიწერეთ

კალათბურთი

ბითაძის სასტარტო და ორმაგი დუბლი

გააზიარეთ

NBA-ს მიმდინარე სეზონში გოგა ბითაძე სასტარტო შემადგენლობაში პირველად გამოჩნდა და, ჩვენებურმაც ეს შანსი გამოიყენა. ქართველი ცენტრის ორლანდო შინ ნიუ ორლეანს დაუხვდა და 128:118 დაამარცხა.

გოგამ მოედანზე 32:06 წუთი დაჰყო და ორმაგი დუბლით გამოირჩა. ბითაძე გუნდს 14 ქულით, 13 მოხსნით, 1 პასით, 3 ჩაჭრითა და 2 დაფარებით შეეშველა. გოგამ ცხრიდან შვიდი ორქულიანი ჩააგდო, ერთი სამქულიანი ააცილა, ხოლო საჯარიმო არ უსვრია. მისი მოედანზე ყოფნისას ორლანდომ მეტოქეზე 23 ქულით მეტი ჩააგდო. რაც გუნდში საუკეთესო მაჩვენებელი იყო.

ამ გამარჯვებით ორლანდოს 22 მოგება გაუხდა და მეშვიდე ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი, მემფის გრიზლისთან ითამაშებს.

რეკლამა

იხილე მეტი

თებერვალი 2026
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728  

იხილეთ სრულად კალათბურთი