გამოგვიწერეთ

კალათბურთი

ბითაძის შესაძლო ვარიანტები – ტორონტო და ატლანტა

გააზიარეთ

საქართველოს ნაკრების კალათბურთელის, გოგა ბითაძის შესაძლო კლუბის გამოცვლაზე ამერიკაში უკვე ბევრს საუბრობენ. ეს გამორიცხული სულაც არ არის, რადგან გოგამ ორლანდოს ბოლო ორ მატჩიდან ერთში ხუთი წუთი მიიღო, ხოლო მეორეში მოედანზე საერთოდ არ გასულა.

ერთი ვერსიით, შესაძლოა, ბითაძე სანდრო მამუკელაშვილის თანაგუნდელი გახდეს. გავრცელებული ინფორმაციით, კანადური კლუბის ხელმძღვანელობა ქართველი კალათბურთელთან ერთად დალასელი დანიელ გაფორდისა ბრუკლინის ცენტრის, დეირონ შარპის ვარიანტებსაც გამიხილავს.

მეორე ვერსიით, ბითაძეს ატლანტა ჰოუკსს უკავშირებენ. ამერიკული მედია წერს, რომ ჩვენებური ჯორჯიელებში პორჟინგისის შემცვლელად უნდა მივიდეს, ვისაც სეზონის ბოლოს კონტრაქტი უმთავრდება.

NBA-ში კლუბებს კალათბურთელთა გაცვლა 6 თებერვლის ჩათვლით შეუძლიათ.

გეტყვით რომ, მიმდინარე სეზონში ბითაძე მოედანზე საშუალოდ 16.4 წუთს ატარებს, რა დროშიც 6.7 ქულას, 4.9 მოხსნას, 1.1 პასსა და 1.0 დაფარებას აგროვებს.

რეკლამა

იხილე მეტი

თებერვალი 2026
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728  

იხილეთ სრულად კალათბურთი