გამოგვიწერეთ

კალათბურთი

ბითაძის 15 ქულა და ორლანდოს გამარჯვება

გააზიარეთ

გოგა ბითაძის ორლანდომ ზედიზედ მეორედ იმარჯვა და ამაში წვლილი ქართველ კალათბურთელსაც აქვს. „ჯადოქრები“ ვაშინგტონ უიზარდსს ესტუმრნენ და პირწმინდად დაჩაგრეს – 125:94.

გოგამ პარკეტზე 20 წუთი დაჰყო, რა დროშიც 15 ქულა, 6 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 3 დაფარება მიითვალა. გოგამ ექვსივე ორქულიანი ჩააგდო, ხოლო ორი სამქულიანიდან მიზანს ერთმა უწია.

ორლანდო სამი მოგებითა და ოთხი მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეცხრე ადგილზეა და მომდევნო მატჩს ატლანტა ჰოუქსის წინააღმდეგ ისევ სტუმრად ითამაშებს.

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად კალათბურთი