გამოგვიწერეთ

სანაკრებო ტურნირები

ბოიკოტი მუნდიალს? UEFA გრენლანდიას დაიცავს

გააზიარეთ

2026 წელს, ამერიკა-კანადა-მექსიკაში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატი, შესაძლოა, ჩაიშალოს. მიზეზი პოლიტიკურია…

ბრიტანული მედია წერს, რომ ბუდაპეშტში უნგრეთის ფეხბურთის ფედერაციის 125 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, სადაც 20 ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები აშშ-ის მიერ კუნძულ გრენლანდიის შესაძლო დაპყრობის თემას განიხილავდნენ.

მართალია, საუბარს არაფორმალური ხასიათი ჰქონდა, მაგრამ თუ სიტუაციის ესკალაცია მოხდება, ევროპისგან ერთსულოვანი პასუხი იქნება.

პოტენციური სამხედრო აგრესია, რასაც ტრამპი არ გამორიცხავს, გარდამტეხი ფაქტორი გახდება UEFA-ს მხრიდან მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესაძლო ბოიკოტის საკითხში. თუმცა, ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაცია (FIFA) ასეთ სცენარის განვითარებას არ ვარაუდობს.

შეგახსენებთ, FIFA-ს ბოლო დაჯილდოებაზე მსოფლიო ფეხბურთის შეფმა, ჯანი ინფანტინომ ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მშვიდობის პრემიით დააჯილდოვა.

რეკლამა

იხილე მეტი

თებერვალი 2026
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728  

იხილეთ სრულად სანაკრებო ტურნირები