გამოგვიწერეთ

კალათბურთი

ბოისა: “კვიპროსს ამის საშუალება არ უნდა მივცეთ”

გააზიარეთ

დღეს საქართველოს ნაკრები ევრობასკეტზე უმნიშვნელოვანეს შეხვედრას გამართავს, გამარჯვების შემთხვევაში კი ჯგუფიდან  გასვლისკენ დიდ ნაბიჯს გადადგამს.

საქართველოს მეტოქე მასპინძელი კვიპროსია, რომელიც ყველა შეხვედრაში დამარცხებულია. ბუნებრივია, კვიპროსთან საქართველოც ფავორიტად მიიჩნევა.

მოახლოებულ მატჩზე კრისტალსპორტთან კომენტარი გააკეთა ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ვლადიმერ ბოისამ:

“წინა სამი თამაში ძლიერ გუნდებთან გავმართეთ და სასიხარულოა, რომ ერთში გამარჯვება შევძელით, სწორება კი თავიდანვე ბოლო ორ მატჩზე იყო, რომლებიც აუცილებლად უნდა მოვიგოთ.

კვიპროსი ერთი შეხედვით მარტივი მეტოქეა, თუმცა ჩვენ ჩვენი ძალა მათ თავიდანვე უნდა დავანახოთ, თორემ შეიძლება 30 წუთი ჭიდაობა მოგვიწიოს. რაც შეეხება ბოსნიას, საკმაოდ კარგი გუნდია და მათთანაც ბრძოლას ველით”, – განაცხადა ბოისამ.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

თებერვალი 2026
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728  

იხილეთ სრულად კალათბურთი